ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

სომხეთის ოპოზიცია ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით აქციებს იწყებს

ნახვები: 535 სომხეთის ოპოზიცია ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით აქციებს იწყებს

სომხეთში პირველ მაისს ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო. სომხური მედიის ინფორმაციით, ოპოზიციური ძალების შეკრების ადგილი ქვეყნის დედაქალაქ ერევანში მდებარე საფრანგეთის მოედანია, სადაც დემონსტრანტები უკვე მივიდნენ.

ერევანში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რადგან ამ უკანასკნელებმა მოსკოვიანის ქუჩისა და მაშტოცის გამზირის კვეთა გადაკეტეს. გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის მოედანზე ოპოზიცია კარვების გაშლას გეგმავს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების ცვლილებაა.

„ვიწყებთ ძალაუფლების ჩამორთმევის პროცესს: ეს არ არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ეს არის სომხეთის ღირსეული მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება, გამოვიდნენ საბრძოლველად და სომხეთის, არცახის, სომეხი ხალხის სახელით ჩამოაცილონ თურქეთის ქვეშევრდომები ხელისუფლებას. არ უნდა იყოს არავითარი მოძრაობა. მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს და სტუდენტებს, ხვალიდან დაიწყონ გაფიცვები. ბოდიშს ვუხდი იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დისკომფორტს ვუქმნით, მაგრამ ეს დღეების საქმეა. უახლოეს დღეებში ჩვენ დავიტანჯებით, გავუძლებთ გაჭირვებას, აღმოვჩნდებით პოლიციის განყოფილებებში, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ამის შემდეგ სომხეთში სუფევს სოლიდარობა, სამართლიანობა, თავისუფლება, ერთიანობა“, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ოპოზიციური ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრმა, იშხან საგატელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა