ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ჟიგიმანტასი მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარე იყო და სწორედ არაადეკვატური გამოხტომების გამო ჩამოაქვეითეს-ირაკლი ზარქუა

ნახვები: 536 ჟიგიმანტასი მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარე იყო და სწორედ არაადეკვატური გამოხტომების გამო ჩამოაქვეითეს-ირაკლი ზარქუა

ჟიგიმანტასი, რომ ცნობილი გიჟიმანტასია, ეს უკვე ვიცით მისი გამოსვლებით და მსჯელობით. ჩვენთან კი არა, უკვე თავიანთ ქვეყანაშიც იციან და ამიტომაც  ჩამოაქვეითეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული ბრალი აქვს დამტკიცებული და ის სასჯელს ბოლომდე მოიხდის.

 

ირაკლი ზარქუამ კომენტარი გააკეთა ლიეტუვის პარლამენტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონის განცხადებაზე, სადაც პავილიონისი ამბობს: „სააკაშვილი პატიმრობაშია, მიუხედავად მისი სიცოცხლის მზარდი საფრთხისა და ყველა საერთაშორისო ძალისხმევისა, რათა უზრუნველყოს მისი გათავისუფლება. ერთი წლის წინ, როცა ერთ-ერთმა პირველმა შევამჩნიე საქართველოს მმართველების მზარდი ავტორიტარიზმი, ბევრმა ბრალი წარმიდგინა – ოფიციალურმა თბილისმა ეს უმაღლეს დონეზე გააკეთა“.

 

როგორც ზარქუა ამბობს, ჟიგიმანტას პავილიონისი „ნაციონალური მოძრაობის“ ლაქია გახდა.

 

„მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ასეთი არაადეკვატური გამოხტომებისა და განცხადებების გამო ჩამოაქვეითეს და გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი ლაქია. რატომ გახდა, ეს უნდა ვეძებოთ ძველ წარსულში, რა ურთიერთობები ჰქონდა სააკაშვილის მთავრობას მასთან და რითი ჰყავთ გამოჭერილი ეს კაცი, რომ ასეთ თემებზე ალაპარაკებენ, თუმცა ეს მისი უფლებაა. ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, გიჟიმანტასები უამრავი გამოჩნდება. ერთია მთავარი, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც კონკრეტული ბრალი აქვს წარდგენილი და დამტკიცებული პატიმარ სააკაშვილს. შესაბამისად, ის სასჯელს ბოლომდე მოიხდის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა