დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

არ აქვს მნიშვნელობა, უგულავა იქნება, პეტრე თუ პავლე, რაიმე არასწორი ქმედებები თუ იქნება, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება- კალაძე

ნახვები: 518 არ აქვს მნიშვნელობა, უგულავა იქნება, პეტრე თუ პავლე, რაიმე არასწორი ქმედებები თუ იქნება, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება- კალაძე

მინდა, დავამშვიდო „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს სასჯელია მოხდა, სულ მცირე იმის, რაც აქვს მისჯილი, დანარჩენი დაველოდოთ სხვა საქმეებზე მიმდინარე გამოძიებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, სააკაშვილს სულ მცირე ექვსი წლის გატარება მოუწევს ციხეში.

 

„იცით, რომ ექვსი წელი მისჯილი აქვს, სხვა საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ მას დაემატოს სასჯელი. შესაბამისად, მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე. გიგი უგულავას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რაიმე არასწორი ქმედებები იქნება, არ აქვს მნიშვნელობა უგულავა იქნება, პეტრე, პავლე, ამას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.

 

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას გიგი უგულავამ განაცახდა, რომ სააკაშვილი ციხეში რომ გარდაიცვალოს, თავად ჩაერთვება შურისძიებაში. უგულავას თქმით, ხელისუფლებას ბოლომდე არ აქვს ამ თემასთან დაკავშირებული სიტუაცია გაცნობიერებული.

 

„სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და პირდაპირ ვამბობ, მერე ვნახოთ, როგორ განვითარდება – ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია; ვისაც შეუძლია და ამას არ აკეთებს, მიიღებს დიდ შურისძიებას“, – აღნიშნა უგულავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა