ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

პირველი შემთხვევა არ არის, როცა უგულავა ზღვარს გადასულია როგორც ეთიკის, ისე ზრდილობის კუთხით-მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 527 პირველი შემთხვევა არ არის, როცა უგულავა ზღვარს გადასულია როგორც ეთიკის, ისე ზრდილობის კუთხით-მიხეილ სარჯველაძე

პირველი შემთხვევა არ არის, როცა უგულავა ზღვარს გადასულია როგორც ეთიკის, ასევე ზრდილობის თუ საღი აზრის კუთხით. ასეთი განცხადებები ხელისუფლებას არაფრით ავნებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

 

საუბარია განცხადებაზე, სადაც უგულავა ამბობს: „სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, ბევრი წესის აგება მოუწევთ, თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში“.

 

სარჯველაძის განცხადებით, საზოგადოება არ უნდა აჰყვეს ცალკეული ადამიანების პროვოკაციებს, ავანტიურებს.

 

„სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა არ არსებობს. წინაპირობა არსებობს იმის, რომ მკაფიოდ ვხედავდეთ ადამიანებს, რომელთაც სურვილი აქვთ, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირობა იყოს, რადგან ამ ადამიანებისთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესი არ არის მთავარი, მათთვის ვიწროპარტიული და მერკანტილური ინტერესია გაცილებით მაღლა მდგომი. ასეთი ადამიანია გიგი უგულავა. პირველი შემთხვევა არ არის, რომ ზღვარს გადასულია როგორც ეთიკის, ასევე ზრდილობის თუ საღი აზრის კუთხით. ასეთი განცხადებები ხელისუფლებას არაფრით ავნებს, მათ თვითდისკრედიტაციას ახდენს, რადგან ამ ყველაფერს არ შეიძლება, რაიმე გავლენა ჰქონდეს ნორმალურ საზოგადოებაზე. ამას რაც უფრო მალე შეიგნებენ და ფსევდოემოციური განცხადებებისგან თავს შეიკავებენ, რასაკვირველია, უკეთესი იქნება. ეკრანებთან თავის მოგიჟიანება ზღვარის გადალახვაა. საზოგადოება არ უნდა აჰყვეს ცალკეული ადამიანების პროვოკაციებს, ავანტიურებს. ამ თვალსაზრისით, საზოგადოებას სწორი და კარგი იმუნიტეტი აქვს ჩამოყალიბებული. არ მგონია, ასეთი სახის პოლარიზაციის მცდელობებმა რეალური საფრთხეები გააჩინოს. როცა ასეთ განცხადებებს ვისმენთ, ოპოზიცია ახერხებს, რომ პოლარიზაციის მაღალი ხარისხი შენარჩუნდეს. უცხოეული პარტნიორებისგან საუბარი გვესმის იმის თაობაზე, რომ გამოწვევაა პოლარიზაცია. ოპოზიციიდან ნურავინ ეცდება, ხელისუფლების ნაკლოვანებად წარმოაჩინოს, რადგან თავიდან ბოლომდე ეს არის ოპოზიციის შემოქმედება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა