ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

„გარდიანის“ ცნობით, რუსულ ნავთობზე ემბარგოსთან დაკავშირებით ევროკავშირში შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს

ნახვები: 536 „გარდიანის“ ცნობით, რუსულ ნავთობზე ემბარგოსთან დაკავშირებით ევროკავშირში შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს

ევროკავშირში რუსულ ნავთობზე ემბარგოსთან დაკავშირებით შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ევროკომისიის მიერ წარდგენილ გეგმას არ ეთანხმებიან უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ბულგარეთი. ამ ქვეყნების ელჩებმა წარდგენილ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.

ამასთან, გამოცემა ასევე წერს, რომ შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გამონაკლისი დაუშვა და განაცხადა, რომ მათ ამ დირექტივის შესრულება 2023 წლამდე არ მოუწევთ, მაგრამ ბუდაპეშტში განაცხადეს, რომ ასეთი გეგმაც კი მათთვის მიუღებელია, რადგან ისინი ვერ ხედავენ გეგმას ან გარანტიას, რაც უზრუნველყოფს უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

ცოტა ხნის წინ აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთი მოითხოვს, გამონაკლისის სახით, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება მასაც არ მოუწიოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა