ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

მიხეილ სააკაშვილის საქმე არის საქართველოს შიდა საკითხი-ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი

ნახვები: 555 მიხეილ სააკაშვილის საქმე არის საქართველოს შიდა საკითხი-ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი

ნატო ელოდება, რომ საქართველო დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა განვითარებაზეც ის ბოლო წლების განმავლობაში ასე ბევრს მუშაობდა, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ნატო-ს არ ეხება, თუმცა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება ავტომატურად პასუხისმგებელია მათი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე.

„ვფიქრობ, ეს არ არის ნატო-ს საკითხი, თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი საქმეები უნდა იყოს მისი კანონმდებლობისა და მის მიერ აღებული ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების შესაბამისად. მე ვიტყოდი, რომ ეს არის საქართველოს შიდა საკითხი და ზოგადად, ნატო ელოდება, რომ საქართველო დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა განვითარებაზეც ის ბოლო წლების განმავლობაში ასე ბევრს მუშაობდა. ვფიქრობ, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება ავტომატურად პასუხისმგებელია მათი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე. ვფიქრობ, ამ საქმეში განსხვავებულად არ არის“, – განაცხადა ვინიკოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა