ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

ნაცმოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, პოლიტიკურ ველზე თავი შეინარჩუნონ -გია ვოლსკი

ნახვები: 540 ნაცმოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, პოლიტიკურ ველზე თავი შეინარჩუნონ -გია ვოლსკი

„ნაცმოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, პოლიტიკურ ველზე თავი შეინარჩუნონ და ბოლომდე არ ჩამოყალიბდნენ როგორც ზონდერჯგუფი, რომელიც მხოლოდ რევოლუციაზე ფიქრობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ „კანონი და სამართალის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე, „ნიკა მელიამ ვერ ივარგა, მან პროცესი მიაძინა“.

„ნიკა მელიას ადვოკატი არ ვარ, მაგრამ პროცესი მან კი არ მიაძინა, საზოგადოების ანტიპატია გაჩნდა იმ პროცესის მიმართ, რომელიც ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კარნახობს, საომარ მოქმედებებში ჩაერთოს და საქართველოში ცეცხლის ალი გადმოიტანოს, მიიღოს ეკონომიკური თვითდაზიანება და დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი. ეს აშკარაა, რომ ვინც არ უნდა იყოს, ვერც თაკო ჩარკვიანმა მიაღწია, ხალხი ლეიბებით გამოცვივდეს და რუსთაველზე გაწვეს. „ნაცმოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, პოლიტიკურ ველზე თავი შეინარჩუნოს და ბოლომდე არ ჩამოყალიბდეს როგორც ზონდერჯგუფი, რომელიც მხოლოდ რევოლუციაზე ფიქრობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა