გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...
ელენე ხოშტარია: თუ სიტყვისთვის ადამიანის დაპატიმრებას შევეგუებით, მონობას ჩვენი ხელით მოვაწერთ ხელს
ვახო სანაია: ვერანაირი ჯარიმა თუ პატიმრობა ვერ მაიძულებს, შევიზღუდო სიტყვის თავისუფლება
აშშ-ის გენერალი: უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი პირველად ჩამოაგდო
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,330 over past day
უკრაინის ახალი მთავარსარდალი: დაკისრებულ მოვალეობას სრული პასუხისმგებლობითა და ქვეყნის დამცველებისადმი პატივისცემით შევასრულებ
'White Angel' police evacuation units rescued over 38,000 people since start of full-scale war
Drapatyi: Serving Ukraine during war for independence means absolute responsibility

EPP: სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ოცნებაა - მოვუწოდებთ, გადაიყვანონ კლინიკაში

05.05.2022 ნახვები: 517

ევროპის სახალხო პარტია შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, და ქართულ ოცნებას მის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

პარტიის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს სიტუაციის სერიოზულობა და სიმძიმე. პარტია მთავრობას ახსენებს, რომ სააკაშვილისადმი მოპყრობა და მისი ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესება ლაკმუსის ქაღალდი იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემისა და დემოკრატიული მისწრაფებების შეფასებისას.

ევროპის სახალხო პარტია ასევე გმობს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი  დეფამაციის მცდელობებს.

„საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ეს არა პოლიტიკური არჩევანი, არამედ ადამიანის ძირითადი უფლებაა.

ჩვენ ვგმობთ მმართველი პოლიტიკური ლიდერების დეფამაციურ თავდასხმებს ოპოზიციის, სახალხო დამცველის, დამოუკიდებელი ექიმებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას, რომ გაიაზროს სიტუაციის სერიოზულობა და სიმძიმე და შესაძლო შეუქცევადი შედეგები.

მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში შესაბამის საავადმყოფოში, ან საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მიზნებით, სადაც ის შეძლებს კვალიფიციური მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიღებას.

ყოფილი პრეზიდენტისადმი არასათანადო მოპყრობა, მისი დაინვალიდება ან სიკვდილი საქართველოს ხელისუფლებისთვის ლაკმუსის ქაღალდი იქნება ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემის, ისევე როგორც მნიშვნელოვანი ევროპული მისწრაფებების კუთხით.“ - წერია ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაში. 

ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირში ყველაზე დიდი პარტიაა და მოიცავს 81 პარტიას, პარტნიორებს 43 ქვეყნიდან, ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ევროკავშირის 8 ქვეყნის და ბლოკის მიღმა 3 ქვეყნის ხელისუფლების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის 9 წევრსა და ევროპარლამენტის უდიდეს ჯგუფს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა