კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

უკრაინის საკითხზე „დიდი შვიდეულის“ ლიდერები სამიტს გამართავენ

ნახვები: 546 უკრაინის საკითხზე „დიდი შვიდეულის“ ლიდერები სამიტს გამართავენ

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები უკრაინასთან დაკავშირებით დღეს ვირტუალურ სამიტს გამართავენ. Reuters-ის ინფორმაციით, ვირტუალურ სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

ვირტუალური სამიტის მასპინძელი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იქნება.

ლიდერებს შორის საუბარი გაიმართება უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე, უკრაინის გაძლიერების ძალისხმევაზე და გზებზე, რომლებითაც აჩვენებენ „დიდი შვიდეულის” ქვეყნების ერთიანობას კოლექტიური რეაგირების ფარგლებში, მათ შორის რუსეთისთვის პუტინის მიერ წამოწყებული ომის გამო მძიმე საფასურის დაკისრებით.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ლიდერები განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ან სულ მცირე, იმ უზარმაზარი ეკონომიკური სასჯელის გამკაცრებას, რომელმაც უკვე დააზარალა რუსეთი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა