ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

არც ერთ საექიმო ჯგუფს არ უთქვამს, რომ სახელმწიფო არ სთავაზობს სააკაშვილს სამედიცინო სერვისს-პაპუაშვილი

ნახვები: 536 არც ერთ საექიმო ჯგუფს არ უთქვამს, რომ სახელმწიფო არ სთავაზობს სააკაშვილს სამედიცინო სერვისს-პაპუაშვილი

არც ერთ საექიმო ჯგუფს არსად არ უთქვამს, რომ სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო სერვისს არ სთავაზობს, მისმა გულშემატკივრებმა უნდა დაარწმუნონ, რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო სერვისების მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო პასუხისმგებელია იმაზე, რომ ყველა პატიმარს შესთავაზოს სახელმწიფო შესაბამისი სამედიცინო სერვისი და პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფო სააკაშვილს ამას სთავაზობს.

„სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფისგან მოვისმინეთ, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს გარკვეული სამედიცინო სერვისის მიღებაზე, რაც რა თქმა უნდა, პრობლემაა. მისი გულშემატკივრები იმით უნდა იყვნენ დაკავებული, რომ დაარწმუნონ, მისი ჯანმრთელობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო სერვისების მიღება. სახელმწიფო ვალდებულია, შესთავაზოს ყველა სერვისი, მომსახურება, თუ მედიკამენტი და თავისთავად მნიშვნელოვანია, სააკაშვილი საკუთარმა გულშემატკივრებმა დაარწმუნონ, სერვისი მიიღოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა, ვინც ამბობს „თავისუფლება მიშას“, დასცინის სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს და მართლმსაჯულების იდეას. ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, აღასრულოს ის განაჩენი, რომელიც გამოიტანა ქართულმა სასამართლომ სამივე ინსტანციაში.

„ამ ისტორიას მეორე ნაწილიც აქვს, რაც გულისხმობს სხვადასხვა გზის ძიებას იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაიხსნან და აარიდონ ის სასჯელი, რაც მას სამართლიანად მიუსაჯა სასამართლომ პარლამენტის წევრის ცემის ორგანიზებისთვის და სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის ხელის დაფარების გამო, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის თავის არიდებაში იყო ჩართული. ქართულ სასამართლოს სხვა არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა. შესაბამისად, ყველა ადამიანი მისი წარმომავლობის თუ თანამდებობის მიუხედავად, ვინც ამბობს „თავისუფლება მიშას“, დასცინის სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს და მართლმსაჯულების იდეას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ მხრივ სახელმწიფო ვალდებულია, აღასრულოს ის განაჩენი, რომელიც გამოიტანა ქართულმა სასამართლომ სამივე ინსტანციაში, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადასტურებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა