ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თეა წულუკიანი - ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი წარმატებით შეივსო, იმედით ველოდებით შედეგს

ნახვები: 522 თეა წულუკიანი - ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი წარმატებით შეივსო, იმედით ველოდებით შედეგს

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადბეით, ევროკავშირის კითცხვარის მეორე ნაწილი წარმატებით შეივსო და ამ პროცესში უწყებებმა ტიტანური შრომა გასწიეს.

წულუკიანის თქმით, იმედით ელოდება შედეგს და იმედოვნებს, რომ ამ გზაზე არ იქნება რაიმე უსაფუძვლო შეფერხება უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან.

„ყველა უწყებამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესანიშნავი კოორდინაციისა და პრაქტიკულად, 24-საათიანი რეჟიმის ფარგლებში ვიმუშავეთ. მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამისთვის, ეს იყო მართლაც ტიტანური შრომა და კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც ყველაზე მოცულობითი და დარგობრივია, შესაბამისად ტექნიკური და ძნელად შესავსები იყო, წარმატებით შეივსო. ის დღეს გადაეცემა ევროკავშირს დადგენილ ვადაში და ვადის გასვლამდე ბევრად ადრე, ვინაიდან მთელი ვიზალიბერალიზაციის პროცესმა, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინარე პერიოდმა ჩაიარა ჩემ თვალწინ და მე მახსოვს, როგორ მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით უწყებები მაშინაც ჩვენი ერის სასიცოცხლო ინტერესებისთვის.

ვიცი, რომ ევროკავშირი თუკი გამოიჩენს საჭირო სამართლიანობას, თუკის ვამბობ, რადგან კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მითუმეტეს, წევრის სტატუსის მინიჭება არის პოლიტიკური პროცესი და ამ პოლიტიკურ პროცესში წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევა ხანდახან რთული საქმეა ხოლმე. თუკი ეს იქნება, ასე ვთქვათ, შედარებით მარტივი, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საფუძვლიანი და ლეგიტიმური მოლოდინი, როგორც სახელმწიფოს და ქართველ ერს, რომ ევროპაში დავიკავოთ ის კუთვნილი ადგილი, რომელიც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვეკუთვნის. ამიტომაც იმედით ველოდებით შედეგს და იმედი მაქვს, რომ არ იქნება რაიმე უსაფუძვლო შეფერხება ამ გზაზე უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა