ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

აშშ: ლიდერები სენატის კოლეგებთან მუშაობენ, რათა უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცონ

ნახვები: 540 აშშ: ლიდერები სენატის კოლეგებთან მუშაობენ, რათა უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცონ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის, ადამ შიფის განცხადებით, ლიდერები სენატის კოლეგებთან ერთად მუშაობენ, რათა $40 მილიარდის დახმარების პაკეტი უკრაინისთვის მიიღონ და პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწეროს.

შიფის თქმით, აშშ-დან დამატებითი დახმარების პაკეტი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ ხანს გააგრძელებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომს უკრაინაში.

"რაც უფრო მეტს გავაკეთებთ ახლა, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ამის [ომის] დასრულებას მას შემდეგ, რაც პუტინი გააცნობიერებს, რომ თავისი მიზნების მიღწევას არ აპირებს.

ხარჯები რუსეთისთვის ძალიან მაღალი გახდა. ხარჯები რუსების სიცოცხლის და სანქციების თვალსაზრისით, რომელმაც რუსეთის ეკომონიკასა და რუს ხალხზე გავლენა იქონია,” - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

28 აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინის დასახმარებლად დამატებით $33 მილიარდის გამოყოფის ინიციატივით მიმართა. კონგრესმა კი უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის $40 მილიარდი გამოყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა