კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

სააკაშვილისა და გვარამიას ქეისები მიკერძოვებულია, დანარჩენი 8 998 მიუკერძოვებელია?-სამხარაძე

ნახვები: 547 სააკაშვილისა და გვარამიას ქეისები მიკერძოვებულია, დანარჩენი 8 998 მიუკერძოვებელია?-სამხარაძე

საუბარი, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს, მგონი, მართებული არ არის. თუ ვინმე ამ საქმეში ჩაიხედავს, კარგად გამოჩნდება, რომ არანაირ პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან საქმე არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ვიდრე კონკრეტული ადამიანები საქმის მასალებს არ გაეცნობიან, მანამდე განცხადებების გაკეთება მიუღებელია.

„შეუძლებელია, განცხადება გააკეთო ამა თუ იმ საქმის მიკერძოებულობა-მიუკერძოებლობაზე, თუ საქმის დეტალები არ იცი. ამ საქმის დეტალები ბოლომდე არ ვიცი, რადგან წაკითხული არ მაქვს, შესაბამისად, თავს უფლებას ვერ მივცემ, სასამართლოს გადაწყვეტილება გავაკრიტიკო ან მოვიწონო.

ეჭვი მეპარება, ნებისმიერი ადამიანს, რომელიც სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი ან წარმომადგენელია, ჰქონდეს ამ ვრცელი მოცულობის საქმეზე და დეტალურად იცნობდეს მასალებს. ამიტომ, ყველას მივუწოდებდი, განცხადებები გააკეთონ არა ზოგად აღქმებზე დაყრდნობით, არამედ ფაქტობრივი მასალებიდან გამომდინარე. ამ საქმეზე ეს ყველაფერი აღქმებზეა დაფუძნებული, რადგან ეჭვი მეპარება კონკრეტული საქმის მასალები ვინმეს თავიდან ბოლომდე ჰქონდეს წაკითხული, როგორც ეს მოსამართლემ ან პროკურორმა გააკეთეს.

ვწუხვარ, რომ გარკვეული განცხადებები არ არის ხოლმე მოყვანილი თანაფარდობაში სიმართლესთან, მათ შორის საელჩოების განცხადებებიც და ეს ყველაფერი აღქმებზე დაფუძნებული განცხადებებია. თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება აქვს, რომ ადგილი არ ჰქონდა შვიდი მილიონის გაფლანგვას და მოპარვას, მაშინ კი ბატონო, ვიმსჯელოთ. იმაზე საუბარი, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს, მგონი, ამის თქმა მართებული არ არის. თუ ვინმე ამ საქმეში ჩაიხედავს, კარგად გამოჩნდება, რომ არანაირ პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან საქმე არ გვაქვს. შესაბამისად, ამ საქმეს არანაირი გავლენა არ ექნება იმ გადაწყვეტილებაზე, რაც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე უნდა მიიღოს. საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებიდან გამომდინარე ცხრა ათასი პატიმარი გვყავს და მათ სასჯელი ისე მიუსაჯეს, რომ ამას არ იმსახურებდნენ? სააკაშვილისა და გვარამიას ქეისები მიკერძოვებულია და დანარჩენი 8 998 მიუკერძოვებელია? კრიტიკულ მედიას ხომ საფრთხე არ ემუქრება, საქმიანობას აგრძელებს. კარგია, რომ ერთი მედია ორგანიზაციის ინტერესებს იცავთ და მეორე მედიაკომპანიამ „რუსთავი 2“-მა რა დააშავა, რომელიც დაზარალდა? ერთი მედია უფრო მაღლა დგას, თუ როგორ არის? ერთი უფრო მაღლა დგას, ვიდრე მეორე მედია, როგორ გავმიჯნოთ ეს საკითხი?“, – განაცხადა სამხარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა