ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ომის მალე დასასრულებლად ყოველკვირეულად აფართოებს საერთაშორისო კავშირებს

ნახვები: 523 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ომის მალე დასასრულებლად ყოველკვირეულად აფართოებს საერთაშორისო კავშირებს

უკრაინა ყოველკვირეულად აფართოებს საერთაშორისო კავშირებს, რათა მიიღოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება ომის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას უკრაინაში ვიზიტის პარალელურად, ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერების მიზნით კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მომავალ კვირაში მაქსიმალური დიპლომატიური აქტივობა იგეგმება.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც რევოლუციას მოახდენს ჩვენს საზღვარზე არსებულ წესრიგში. ჩვენ ვნერგავთ საერთო საბაჟო კონტროლს პოლონეთთან. ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს პროცედურების გავლას საზღვარზე. აღმოფხვრის კორუფციული რისკების უმეტესობას. მაგრამ ეს ასევე არის ევროკავშირის საერთო საბაჟო სივრცეში ჩვენი ინტეგრაციის დასაწყისი. ეს მართლაც ისტორიული პროცესია. რა თქმა უნდა, დღეს ანჯეისაც ვესაუბრეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაზე და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების შესახებ. ასევე იმაზე, თუ რა ნაბიჯებია საჭირო ჩვენი საერთო მიზნის განსახორციელებლად – უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანებისთვის. მადლობელი ვარ ანჯეისა და პოლონელი ხალხის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოძრაობენ ამ გზაზე. საღამოს ვესაუბრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. ბორისს ვუთხარი ჩვენი შეხვედრის, მოლაპარაკებების, ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენ ვეძებთ გზებს, როგორ გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ასევე, უკრაინაში საწვავის იმპორტის მოცულობა. ორშაბათს შევუერთდები დავოსის ფორუმზე დისკუსიებს. ეს არის ყველაზე გავლენიანი მსოფლიო ეკონომიკური პლატფორმა, სადაც უკრაინას აქვს სათქმელი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა