აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

მთავრობა კიდევ 30 თეთრ პიკაპს შეიძენს

ნახვები: 534 მთავრობა კიდევ 30 თეთრ პიკაპს შეიძენს

მთავრობა გეგმავს, რომ დამატებით კიდევ 30 თეთრი „პიკაპი„ შეძინოს.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში განცხადებების მიღება უკვე დასრულებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 938 500 ლარია. ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან ირკვევა, ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი კომპანიამ „კავკასუს მოტორსმა" წარადგინა. მის მიერ შეთავაზებული თანხა 2 938 500 ლარს შეადგენს.

სატენდერო პირობების მიხედვით, მომწოდებელი ვალდებულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე განახორციელოს.

დოკუმენტაციის მიხედვით, შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2020 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს თეთრი ფერის.

შეგახსენებთ: მთავრობამ უკვე შეიძინა 60 თეთრი „პიკაპი".

29 აპრილს, „პიკაპების" შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. კონსოლიდირებულ ტენდერში უმცირესი ფასი - 5 909 640 ლარი შპს „ჯი-თი მოტორსმა" დააფიქსირა. შესაბამისად, მთავრობას 60 თეთრი პიკაპი სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ მიაწოდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა