ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ირაკლი ღარიბაშვილი - 23 მაისს ჩვენს სამშობლოში აფხაზეთის დღეს აღვნიშნავთ

ნახვები: 535 ირაკლი ღარიბაშვილი - 23 მაისს ჩვენს სამშობლოში აფხაზეთის დღეს აღვნიშნავთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი აფხაზ ძმებსა და დებს აფხაზეთის დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ეს კიდევ ერთი შესანიშნავი ტრადიცია ქართველთა და აფხაზთა ერთობას განასახიერებს.

„23 მაისს ჩვენს სამშობლოში აფხაზეთის დღეს აღვნიშნავთ. მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი აფხაზ ძმებსა და დებს გულითადად გილოცავთ ამ დღეს. მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ეს კიდევ ერთი შესანიშნავი ტრადიცია ქართველთა და აფხაზთა ერთობას განასახიერებს. დღეს ჩვენ საოკუპაციო ხაზი გვყოფს, მაგრამ ის, რაც გვაერთიანებს – საერთო ისტორია და კულტურა, ფასეულობები და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისკენ სწრაფვა, გვაძლევს რწმენას, რომ ხვალინდელი დღე ასევე ერთობას, მშვიდობასა და მეგობრობას ეკუთვნის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის და მჯერა, შორს არაა დღე, როდესაც მომავლის სახელით შევძლებთ კვლავ გაერთიანებას და ძლიერი, განვითარებული, ევროპული ქვეყნის ერთად შენებას”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა