გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ჯორჯ სოროსი - არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმაც უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება

ნახვები: 562 ჯორჯ სოროსი - არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმაც უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება

არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ ასევე მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება, – ამის შესახებ ნათქვამია მილიარდერი ფილანტროპის, ფონდ „ღია საზოგადოების“ დამფუძნებლის ჯორჯ სოროსის წერილში, რომელსაც მედიაორგანზიაცია Project Syndicate აქვეყნებს.

ამასთან, სოროსის წერილში აღნიშნულია, რომ ევროპამ უკრაინაში ინტერვენციას უფრო მეტი სისწრაფით, ერთიანობითა და ენერგიით უპასუხა, ვიდრე ოდესმე ისტორიაში.

„საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავისი პროევროპული მიდგომის მნიშვნელოვნად გაფართოებით, მხარს უჭერს გეოგრაფიული გაფართოების მნიშვნელობას და ამისთვის ევროკავშირის მომზადების საჭიროებას. არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ ასევე მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთმა უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება. დეტალების შემუშავებას დრო დასჭირდება, თუმცა ევროპა, როგორც ჩანს, სწორი მიმართულებით მიემართება. მან უკრაინაში ინტერვენციას უფრო მეტი სისწრაფით, ერთიანობითა და ენერგიით უპასუხა, ვიდრე ოდესმე ისტორიაში. თავდაპირველი ყოყმანის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე იპოვა ძლიერი პროევროპული ხმა“, – ნათქვამია ჯორჯ სოროსის წერილში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა