ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

რუს ბიზნესმენებს სურთ, უკრაინის დახმარების სანაცვლოდ, სანქციები მოუხსნან

ნახვები: 530 რუს ბიზნესმენებს სურთ, უკრაინის დახმარების სანაცვლოდ, სანქციები მოუხსნან

რუს ბიზნესმენებს სურთ, რომ უკრაინის დახმარების სანაცვლოდ, სანქციები მოუხსნან. როგორც AP იუწყება, ასეთი წინადადებით გამოვიდა ერთ-ერთი რუსი ოლიგარქი, რომელმაც შესაბამისი იდეა კანადის ფინანსთა მინისტრ ქრისტია ფრილანდს გააცნო. თავის მხრივ ფრილანდმა ამ ინიციატივის შესახებ ისაუბრა დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე.

როგორც „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, ამ წინადადებამ ინტერესი გამოიწვია, რადგან დასავლეთს სურს, რომ ოლიგარქებმა კრემლისგან დისტანცირების მაგალითი აჩვენონ.

„ესოშიეტიდ პრესის“ ცნობით, კანადის ფინანსთა მინისტრის მიერ გახმიანებული ინიციატივის შესახებ ინფორმირებულები არიან კიევშიც.

როგორც ცნობილია, ამჟამად სანქციები დაწესებული აქვთ ბევრ მსხვილ რუს ბიზნესმენს, მათ შორის მიხაილ ფრიდმანსა და რომან აბრამოვიჩს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა