კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგის წარმოების აზრს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან გაიმართება

ნახვები: 550 ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგის წარმოების აზრს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან დიალოგის წარმოების აზრს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან გაიმართება. ამის შესახებ მან ჰოლანდიურ ტელეარხ Nieuwsuur-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მან ჩამოაყალიბა სახელმწიფო, სადაც არავის შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილებები. მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს მათი საგარეო საქმეთა მინისტრი, მნიშვნელობა არ აქვს, გამოგზავნის თუ არა დელეგაციას ჩვენთან. ეს ხალხი არაფერს ნიშნავს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს.

„საკითხი მდგომარეობს იმაში, რა ფასად და როდის. ჩემთვის გამარჯვება ნიშნავს ჩვენი ყველა ტერიტორიის დაბრუნებას. არ მგონია, რომ შევძლებთ სამხედრო გზით დავიბრუნოთ ყველა ტერიტორია. თუ გადავწყვეტთ ამის გაკეთებას, ეს ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე დაგვიჯდება. თითოეულ უკრაინელს სურს დონბასისა და ყირიმის დაბრუნება. ვფიქრობ, უნდა დავუბრუნდეთ, თუნდაც 24 თებერვლამდე არსებულ ვითარებას, მაშინ შესაძლებელი იქნება საუბარი დიპლომატიური გზით ჩვენი ტერიტორიების აღდგენაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა