ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

სასამართლოს განჩინებით პენიტენციურ სამსახურს დაევალა, დაუშვას „ემპათიის“ ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან-შოთა თუთბერიძე

ნახვები: 556 სასამართლოს განჩინებით პენიტენციურ სამსახურს დაევალა, დაუშვას „ემპათიის“ ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან-შოთა თუთბერიძე

დღეს დაცვის მხარემ ჩაიბარა სასამართლოს განჩინება და პენიტენციურ სამსახურს დაევალა დაუშვას ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ელოდება, რომ პენიტენციური სამსახური ხელოვნურად შექმნის დაბრკოლებას, რათა განჩინება არ აღსრულდეს.

„არ არსებობს არავითარი გარემოება, არც კანონიერი არც უკანონო იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზები არ იყვნენ დაშვებულნი. ვცდილობთ ორგანიზებას. პენიტენციურისგან ველოდებით ხელოვნურ შეფერხებებს, ყველანაირ მიზეზს, ცხადია, უკანონოს, მათ შორის, იმისთვის ექსპერტიზის შეფერხება მოხდეს ან გაჭიანურდეს. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილების არ შესრულება უკვე იქნება სისხლის სამართლის საქმე.

განჩინების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად ანუ ახლა ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ვერც ერთი მხარე ამ განჩინებას ვერ გაასაჩივრებს, ვიდრე შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა