ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

უკრაინელებმა უნდა მოიგონ ომი, პუტინი გახდეს მოწმე, რომ მისთვის ეს სასტიკი სტრატეგიული მარცხია -ურსულა ფონ დერ ლაიენი

ნახვები: 526 უკრაინელებმა უნდა მოიგონ ომი, პუტინი გახდეს მოწმე, რომ მისთვის ეს სასტიკი სტრატეგიული მარცხია -ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინელმა ხალხმა იპოვა გამბედაობა და სიძლიერე ერთმანეთში. მიუხედავად სასტიკი დაბომბვისა, რაშიც ისინი ცხოვრობენ, იმედი არასდროს დაუკარგავთ, არასდროს დაუკარგავთ იმის აღქმა, რას ნიშნავს ეს. ეს არის უკრაინის მომავლის მონახაზის შექმნა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელმა ხალხმა ზუსტად იცის, როგორი ქვეყანა სურთ. ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, უკრაინელ ხალხს სურს თავისუფლება, სუვერენიტეტი, უსაფრთხოება, სურთ, გახდნენ ევროპული ოჯახის ნაწილი.

„დიდი მადლობა, უპირველეს ყოვლისა, ქალბატონო ჩაპუტოვა, პრემიერ-მინისტრო, თუ არ ვცდები, ვხედავ პრემიერ-მინისტრ კრიშიანის კარინიშს, რა სასიამოვნოა თქვენი დანახვა და აქვე ვხედავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ქალბატონებო და ბატონებო, ვიდრე დავიწყებდე იმაზე საუბარს, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა, მინდა, მადლობა გადავუხადო სლოვაკეთს გამორჩეული დიდსულოვნებისა და სოლიდარობისთვის, რომელიც უკრაინელი დევნილების მიმართ გამოიჩინეთ. თქვენ მათ გაუღეთ გულები, გონება. ისტორია არასდროს დაივიწყებს თქვენს ამ საქციელს. ბრწყინვალე მაგალითი ხართ და მადლობა ამისთვის. ახლახანს მოვუსმინეთ პრეზიდენტ ზელენსკის. უკვე 15 კვირაა, რაც რუსეთი უკრაინაში, უდანაშაულო მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა და ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავიგეთ უკრაინელებზე, უკრაინულ სულზე. უკრაინელმა ხალხმა იპოვა გამბედაობა და სიძლიერე ერთმანეთში, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჩვენც ვუსმენდით ამ დარბაზში და მიუხედავად სასტიკი დაბომბვისა, რაშიც ისინი ცხოვრობენ, იმედი არასდროს დაუკარგავთ, მათ არასდროს დაუკარგავთ იმის აღქმა, თუ რას ნიშნავს ეს. ეს უკრაინის მომავლის მონახაზის შექმნაა და ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ამაში არის ის, რომ უკრაინელმა ხალხმა ზუსტად იცის, როგორი ქვეყანა სურთ. მათ სურთ თავისუფლება, სუვერენიტეტი, უსაფრთხოება, ამ მშვენიერი ქვეყნის შეუდარებელი პოტენციალის გამოყენება და სურთ, ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ და ისინი არაფრის ფასად არ მისცემენ კრემლს უფლებას, ამ გზაზე მათ წინ აღუდგეს. ვფიქრობ უკრაინული სიმტკიცე მთელი მსოფლიოსთვის ინსპირაციის მიმცემია.

მე ვიყავი კიევში აღდგომის დღესასწაულამდე, ვიყავი ბუჩაში, შევხვდი გადარჩენილებს, რომლებსაც ძალიან უჭირდათ სიტყვების პოვნა იმის აღსაწერად, როგორ გადარჩნენ. ვნახე მასობრივი სასაფლაოები, ვნახე რუსეთის არმიის მიერ გამოწვეული სისხლი და ნანგრევები. ორ თვეში მათ ააშენეს ქალაქებს შორის დამაკავშირებელი რკინიგზა და ამის ნახვა იმის ფონზე, რაც ადგილზე ხდება, ძალიან ამაღელვებელი და ინსპირაციის მომცემია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირი უკრაინელების მხარეს დგას.

„მინდა, ყველა უკრაინელმა იცოდეს, რომ ევროკავშირი მათ მხარეს დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. პირველ რიგში, მათ უნდა დავეხმაროთ ამ ომის დაძლევაში. მეორე – მათ სჭირდებათ ფინანსური დახმარება და მესამე, ჩვენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მათ გვერდით უნდა ვიყოთ. უკრაინელებმა ომი უნდა მოიგონ და პუტინი უნდა გახდეს მოწმე, რომ მისთვის ეს სასტიკი სტრატეგიული მარცხია. ნათელი უნდა იყოს, რომ სუვერენული ქვეყნის დაპყრობა აგრესორს ძვირი დაუჯდება. ჩვენ ყველანი ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა