ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სპეციალური საგამოძიებო სამსახური - მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება აქტიურ რეჟიმში გრძელდება

ნახვები: 514 სპეციალური საგამოძიებო სამსახური - მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება აქტიურ რეჟიმში გრძელდება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 (3) მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველი მარტიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნის დღიდან, აღნიშნულ საქმეზე 49 პირი გამოიკითხა, მათ შორის სპეციალური პენიტენციური სამსახურის და მისი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები, №8 პენიტენციური დაწესებულებების პატიმრები, ასევე სამედიცინო პერსონალი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებზე კომპლექსური – ჰაბიდოსკოპიური (ფონო) ვიდეო ექსპერტიზა დაინიშნა. აღნიშნულ ვიდეო-ჩანაწერებზე ასახულია 2021 წლის 27-28 დეკემბერს სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალიდან“ მიხეილ სააკაშვილის გამოწერისას და მაჯის საათის ჩამორთმევისას განვითარებული მოვლენები.

ასევე, ვიდეო-ჩანაწერებზე, რომელზეც ასახულია №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ ბლოკში ყოფნისას განვითარებული მოვლენები, მონტაჟის კვალის დადგენის მიზნით ვიდეო ექსპერტიზა დაინიშნა.

ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის განცხადების და მასში წარმოდგენილი კითხვების საფუძველზე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამატებით სამედიცინო კომისიური ექსპერტიზები დაინიშნა.

ექსპერტიზის ფარგლებში შესწავლილი იქნება რამდენად ადეკვატურად მიმდინარეობდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა-დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია. ასევე, გაეწია თუ არა მას დროული, ადეკვატური, კვალიფიციური და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება №12 პენიტენციურ დაწესებულებასა, №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში, ასევე, სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“ და ჰოსპიტალიდან გაწერის შემდეგ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ადვოკატის განცხადების საფუძველზე და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამატებით ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა.

აღნიშნულ საქმეზე, გამოძიების დაწყების დღიდან დანიშნული სხვადასხვა სახის კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური და ტრასოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ჰაბიდოსკოპიური(ფონო), ვიდეოსკოპიური, ფსიქოლოგიური და კომისიური სამედიცინო ექსპერტიზებიდან, ამ დროისთვის გამოძიებამ მხოლოდ ამოღებულ ტანსაცმელზე დანიშნული ბიოლოგიური და ქიმიური ექპერტიზის პასუხები მიიღო.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე, გამოძიებისთვის საჭირო ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის დამცველი ადვოკატები მიმდინარე გამოძიებაში სრულად არიან ჩართული და აქვთ წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიების თაობაზე, დაცვის მხარისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას კვლავ უზრუნველყოფს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა