ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება

დავით სერგეენკო - მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები პოლიტიკურ ვითარებასთან არ უნდა სინქრონიზდებოდეს

ნახვები: 533 დავით სერგეენკო - მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები პოლიტიკურ ვითარებასთან არ უნდა სინქრონიზდებოდეს

პრეზიდენტმა კენჭი იყარა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა და არანაირი ვალდებულება არ არის, რომ პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის პოზიციებს შორის აბსოლუტური სინქრონი იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მედიის ეთერში გუშინ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, შესაძლებელია, პრეზიდენტს მმართველი პარტიისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს.

„პრეზიდენტის განცხადებები ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი რომელიმე პარტიის წარმომადგენელი არ არის. მან კენჭი იყარა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა და არანაირი ვალდებულება არ არის, რომ პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის პოზიციებს შორის აბსოლუტური სინქრონი იყოს. პოლიტიკური პროცესია, შეიძლება, პრეზიდენტს სხვა შეხედულება ჰქონდეს, ხოლო მმართველ პარტიას სრულიად სხვა. ამის გადაჭრის გზა არის კომუნიკაცია და პოლიტიკური კონსულტაცია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სერგეენკომ სალომე ზურაბიშვილის განცხადების ის ნაწილიც შეაფასა, სადაც პრეზიდენტი ნიკა გვარამიას დაკავებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ეს პოლიტიკურად დროული“ არ იყო.

„რაც შეეხება ნიკა გვარამიას და სასამართლოს გადაწყვეტილების დროულობას ან უდროობას, რთული შესაფასებელია. მართლმსაჯულების პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს და მისი გადაწყვეტილებები არ უნდა სინქრონიზდებოდეს ადგილობრივ თუ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებასთან“, – აღნიშნა სერგეენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა