ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ყოველთვის ვიმყოფებით იქ, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას და ევროკავშირს ვჭირდებით

ნახვები: 555 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ყოველთვის ვიმყოფებით იქ, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას და ევროკავშირს ვჭირდებით

ჩვენ ყოველთვის ვიმყოფებით იქ, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას და ევროკავშირს ვჭირდებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო არ ითხოვს რაიმეს უფასოდ, საქართველო ითხოვს სამართლიან მოპყრობას.

„რამდენიმე სიტყვას მოგახსენებთ საქართველოს სურვილთან დაკავშირებით, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ვესაუბრებით ევროპელ მეგობრებს. ნათლად მინდა განვაცხადო, რომ საქართველო არ გახლავთ ქვეყანა, რომელიც ყოველთვის უფასოდ ითხოვს რაღაცას, ჩვენ ასევე წვლილი შეგვაქვს. მე რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. რამდენიმე წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეგზავნა ჯარები ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში. ეს იყო რთული გადაწყვეტილება. ანუ საუბარია ევროკავშირის ხელმძღვანელობით ოპერაციაზე ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში. ერთი 500-კაციანი ბატალიონი გავაგზავნეთ ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, რათა დავხმარებოდით ევროპელ მეგობრებს. ჩვენ ყოველთვის წვლილი შეგვაქვს და ყოველთვის იქ ვიმყოფებით, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას და ევროკავშირს ვჭირდებით.

რაც შეეხება ნატო-ს და ჩვენს მონაწილეობას ერაყსა და ავღანეთში. ჩვენ 2 000-კაციანი კონტინგენტი გვყავდა ამ ქვეყნებში. 35 ჩვენი გმირი მეომარი დაიღუპა გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში, 500-მდე მძიმედ დაიჭრა. ჩემი ბოლო კომენტარი გახლავთ ის, რომ საქართველო არ ითხოვს რაიმეს უფასოდ, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა