ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ნათია თურნავა - დიდი პატივი და გამოწვევაა, მომეცეს შესაძლებლობა, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, შევუერთდე ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალ გუნდს

ნახვები: 557 ნათია თურნავა - დიდი პატივი და გამოწვევაა, მომეცეს შესაძლებლობა, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, შევუერთდე ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალ გუნდს

ჩემთვის მართლაც ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი გამოწვევაა, მომეცეს შესაძლებლობა, შევუერთდე ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალ გუნდს, როგორც საბჭოს წევრი, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს დამიჭერს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის, სალომეს ზურაბიშვილის იმ ნდობისთვის, რაც მან გამომიცხადა. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ეკონომიკური სექტორის დეტალური ცოდნა, ის პროექტები, რისი განხორციელებაც ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან ერთად მოვახდინეთ, მომცემს საშუალებას, ჩემი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის საქმიანობაში. ვფიქრობ, დღეს არის საკმაოდ რთული პერიოდი მსოფლიოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეროვნული ბანკის წინაშე დგას ახალი გამოწვევები. ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც დღეს ვხედავთ და ამას ეროვნული ბანკიც ეთანხმება, არის ინფლაცია და გლობალური პრობლემა, რომელიც ყველა ქვეყანას, ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყნებს დაუდგა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის გამკაცრებული ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა არის სწორედ ის, რაც პასუხობს ინფლაციას.

„შესაბამისად, ეკონომიკის თანდათან გაჯანსაღების ფონზე დარწმუნებული ვართ, რომ ამ გამოწვევასაც ეტაპობრივად გადავლახავთ. სწორედ ამ გამოწვევებით სავსე, მაგრამ საინტერესო დროს მინდა, რომ აღმოვჩნდე ეროვნული ბანკის საბჭოში და ჩემი წვლილი, ჩემი სარგებელი მოვუტანო ჩვენს ქვეყანას. მე წარდგენილი ვარ როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ფორმატში, ამ სტატუსში შევუერთდე ეროვნულ ბანკს. ეროვნულ ბანკს ჰყავს პროფესიონალი პრეზიდენტი. ჩემთვის დიდი პატივი და ერთი სიამოვნებაა, ვიმუშაო პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაისის ბოლოს წარადგინა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა