კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

40 წელი დიდი ტრიუმფიდან – დინამო თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულია

ნახვები: 547 40 წელი დიდი ტრიუმფიდან – დინამო თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულია

13 მაისი - ქართული ფეხბურთის პირველი და, ჯერჯერობით, ბოლო ყველაზე დიდი გამარჯვების დღე. მას შემდეგ 40 წელი გავიდა.

40 წლის წინ კი, მთელი საქართველო ქუჩაში იყო გამოსული და თბილისის დინამოს მიერ დიუსელდორფში მოპოვებულ თასების მფლობელთა თასს ზეიმობდა. დინამომ ფინალში იენის კარლ ცაისი 2:1 დაამარცხა და ევროპულ პრესტიჟულ ტიტულს დაეუფლა.

ეს იყო დიდი შრომის შედეგი, რომელიც ბერძნული კასტორიას (2:0; 0:0) დამარცხებით დაიწყო. კასტორიას ირლანდიური უოტფორდი მიჰყვა (4:1, 1:0) და დაიწყო...

ვერავინ იტყვის, რომ მეოთხედფინალში ინგლისური ვესტ ჰემის დამარცხება ფინალზე ნაკლები იყო. დინამომ ლონდონში მასტერკლასი ჩაუტარა ინგლისის თასის მფლობელს და 4:1 მოუგო. ბრიტანული პრესა აღფრთოვანებით წერდა დინამოზე.

მართალია, თბილისში 0:1 წააგეს, მაგრამ ორი მატჩის ჯამში საქმე მანამდე იყო გადაწყვეტილი.

ნახევარფინალიც ფინალიც ტოლფასი იყო. დინამომ ნიდერლანდული ფეინოორდი 3:0 დაამარცხა, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლეოდა. ასეც მოხდა - საპასუხო მატჩში მძიმე ბრძოლაში და მსაჯთან ჭიდილში, დინამომ იმ ანგარიშით დამარცხდა, რომელიც მისაღები იყო. თუმცა, სულაც არ იმსახურებდა წაგებას, მაგრამ როტერდამში გამართულ შეხვედრაში ავსტრიელი ვიორერი ყველაფერს აკეთებდა, რომ დინამოს წაეგო. ნურას უკაცრავად, ის თასი, იმ წელს, დინამოსი იყო.

დინამომ კარლ ცაისს იუბილე ჩაუმწარა - 13 მაისი გერმანული კლუბი დაარსების დღეა. მაშინ 78 წლისთავის აღნიშნვნა თასით სურდათ. ნურას უკაცრავად, ის თასი, იმ წელს, დინამოსი იყო.

გამართლდა სესარ ლუის მენოტის სიტყვები, რომელმაც 1978 წელს არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა. პირველი ნახევარფინალების შემდეგ (დინამო-ფეიენოორდი 3:0; კარლ ცაისი-ბენფიკა 2:0), მენოტის უთქვამს, ახლა კარლ ცაისს ფინალში გასვლის უკეთესი შანსი აქვს, რადგან ორბურთიანი უპირატესობა ბევრს ნიშნავს, მაგრამ თასს ევროპის საუკეთესო გუნდი, თბილისის დინამო მოიგებსო.

ასეც მოხდა, დინამომ დიუსელდორფში 2:1 იმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ კარლ ცაისი ჰოპეს გოლით დაწინაურდა, ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალია დარასელიას გოლებით მოვიგეთ.

„უკვე დამატებითი დროისთვის ვემზადებოდით. თუმცა, გუნდში გვყავდა ფეხბურთელი, რომელიც ასე არ ფიქრობდა - ვიტალი დარასელია. „საუკუნის გოლი" გაიტანა. ეს იყო ძალიან დიდი გამარჯვება. იმედი მაქვს, რომ ქართული ფეხბურთი კიდევ მიაღწევს დიდ წარმატებებს და გასახსენებლად მხოლოდ 1981 წლის 13 მაისი არ გვექნება", - გვითხრა ლეგენდარული დინამოს ლეგენდარულმა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ.

კარლ ცაისთან მატჩში დინამოს შემადგენლობა ასეთი იყო: ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე, ნოდარ ხიზანიშვილი, გია თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე (ნუგზარ კაკილაშვილი 67), თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია.

სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდნენ კარლო მჭედლიძე, ამირან ანდღულაძე, ვაჟა ჟვანია, გიორგი ჭილაია.

1980-81 წლის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში ასევე მონაწილეობას მიიღეს - რევაზ ჩელებაძემ, ვახტანგ ქორიძემ, გოჩა ჯოხაძემ, დავით მუჯირმა, კონსტანტინე კერესელიძემ და გურამ ჩქარეულმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა