პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 25-ე ჯაზფესტივალს

ნახვები: 509 ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 25-ე ჯაზფესტივალს

7-9 ივლისს თბილისი რიგით 25-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ორგანიზატორები ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები, როგორც ყოველთვის მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან:

 

  • 7 ივლისი - 5 გრემის მფლობელი, ჯაზის განუმეორებელი შემსრულებელი დაიანა რივსი და ჯაზ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მისი ბენდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პიანისტი ჯონ ბისლი, გიტარისტი რომერო ლუბამბო, ბასისტი იტაიგურა ბრენდაო და დრამერი ტერეონ გული
  • 8 ივლისი - მისტიური პროექტი „ქროსქურენთს ტრიო“, რომელიც აერთიანებს ჯაზის სამ ლეგენდას: ბასისტი დეივ ჰოლანდი, საქსოფონისტი ქრის პოტერი და პერკუსიონისტი ზაქირ ჰუსეინი
  • 9 ივლისი - მსოფლიო კრიტიკოსების მიერ წოდებული 21 საუკუნის ჯაზმენი ვიჯეი აიერი და მისი საოცარი ტრიოს წევრები: ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუ და დრამერი თიშოუნ სორეი

წლევანდელი საიუბილეო ჯაზფესტივალის მასპინძელია  „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში გაიმართება ფოტო გამოფენა სახელწოდებით „როგორ მესმოდა...“, რომლის ავტორია ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიო.

19:30 სთ-დან დარბაზში „ჯაზსინემა“ მოეწყობა კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ისტორია“ ჩვენება, მაყურებელი ასევე იხილავს გრემის ჯილდოს მფლობელ ფილმს „ქვინსი“ (სადაც გამოყენებულია 2016 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ეპიზოდი). პარალელურად, დარბაზში „ჯაზლაბი“, სტუმრები კონსერვატორიის ჯაზფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ კომპოზიციებს მოისმენენ.

21:00 სთ-დან მთავარ დარბაზში „ვარსკვლავების სცენა“ ჰედლაინერების კონცერტები გაიმართება.

23:00 სთ-დან სივრცეში „ჯაზლაბი“ მსმენელის წინაშე, მუსიკოსი კარლო ქაინდი და ამერიკულ-ქართული ნუბობ კვინტეტი წარსდგებიან.

ფესტივალის დღეებში კომპანია „აუდიო ლაბი“ მოაწყობს ვინილების გამოფენა-გაყიდვას.

 

ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიხსნება.

 

  • ჯაზფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი
  • ოფიციალური სპონსორი - ვიზა
  • ფესტივალის მხარდამჭერები - კულტურისა და სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია
  • მასპინძელი რესტორნები: "შავი ლომი", „ნინიას ბაღი“ და „ლადონინა“
  • საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, სააგენტოები მარკეტერი და ნეტგაზეთი, სარეკლამო სააგენტო „ალმა“
  • ფესტივალს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ: ბეხშტაინი „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.

ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება

 

 

საკონტაქტო პირი:

ლანა ბენდუქიძე

მობ. 599934555, ელ-ფოსტა: lanabendukidzep@gmail.com

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა