ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

გია ვოლსკი:უკრაინა ევროპისთვის დღეს წარმოადგენს ფარს და უკრაინა ამბობს, რატომ არ იხსნება მეორე ფრონტი?

ნახვები: 556 გია ვოლსკი:უკრაინა ევროპისთვის დღეს წარმოადგენს ფარს და უკრაინა ამბობს, რატომ არ იხსნება მეორე ფრონტი?

უკრაინა ევროპისთვის დღეს წარმოადგენს ფარს და უკრაინა ამბობს, რატომ არ იხსნება მეორე ფრონტი? ეს აიტაცა „ნაცმოძრაობამ“, თუ პირიქით არის, თუ ერთნი არიან და ამბობს, რომ მეორე ფრონტი რომ გაიხსნას, ამიტომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

ვოლსკის თქმით, ეს პოზიცია, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, თუ უკრაინის ამოცანაა, ამ ამოცანას როგორც „ნაცმოძრაობა“ მიყვება, ისე ის ხალხი, ვინც „ამ აბსოლუტურად უნამუსო რეზოლუციას დაუჭირა მხარი“.

„სულ ახლახანს უკრაინა ამბობდა, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს მათი ბავშვების სისხლში ურევიათ ხელი, ვინაიდან არ დაკეტეს ცა რუსების გამანადგურებლებისთვის; რომ ისინი არასაკმარისად ეხმარებიან. ახლა გამოაცხადა ბაიდენმა, რომ ჩვენ ვაფრთხილებდითო ზელენსკის, რომ ეს მოხდებოდა და მან ყურად არ იღოო ჩვენი განცხადება, სულ ახალი განცხადებებია. 

თქვენ წარმოიდგინეთ, ამ სიტუაციაში პატარა საქართველო ოკუპირებული ნაწილით, ამდენი ხალხით, ამდენი სოციალური თემებით, პანდემია გადატანილი, ასეთი სიტუაციიდან გამომდინარე უკრაინა რას წარმოადგენს ევროპისთვის. უკრაინა ევროპისთვის დღეს წარმოადგენს ფარს და არა მარტო ჩვენს ინტერესებს იცავს, რომ რუსეთთან იბრძვის. თუმცა, რა ვიცი, 2008-ში უშველებელი რაოდენობის იარაღი მივეცითო და ვიყიდეთ, საქართველოს ერთ მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა ის იარაღი, ვინმემ კი არ გვაჩუქა რამე. მაგრამ ფაქტი ნახეთ – უკრაინა არის ფარი და უკრაინა ამბობს, რომ მეორე ფრონტი რატომ არ იხსნება? ეს აიტაცა „ნაცმოძრაობამ“, თუ პირიქით არის, თუ ერთნი არიან და ამბობს, რომ მეორე ფრონტი რომ გაიხსნას, ამიტომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

ევროკავშირს მთლიანად, როდესაც ასეთი სერიოზული პრეტენზიებია დაყენებული მათ მიმართ რუსეთის მხრიდან, რასაკვირველია, ეს პოზიცია, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, თუ უკრაინის ამოცანაა, ამ ამოცანას როგორც „ნაცმოძრაობა“ მიყვება, ისე ის ხალხი, ვინც ამ აბსოლუტურად უნამუსო რეზოლუციას დაუჭირა მხარი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა