აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

კიდევ რა უნდა მოხდეს ევროპაში იმისთვის, რათა სკეპტიკოსებისთვის ცხადი გახდეს, რომ უკრაინის ევროკავშირის გარეთ დარჩენის ფაქტი ევროპის წინააღმდეგ მუშაობს-ვოლოდიმირ ზელენსკი

ნახვები: 534 კიდევ რა უნდა მოხდეს ევროპაში იმისთვის, რათა სკეპტიკოსებისთვის ცხადი გახდეს, რომ უკრაინის ევროკავშირის გარეთ დარჩენის ფაქტი ევროპის წინააღმდეგ მუშაობს-ვოლოდიმირ ზელენსკი

დარწმუნებული ვარ, უკრაინის კანდიდატის სტატუსის შესახებ პასუხს მალე მივიღებთ; დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია, გააძლიეროს არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ მთელი ევროკავშირი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს დაიწყო დიპლომატიური მარათონის დასკვნითი ეტაპი, რომელიც კვირა-ნახევარში უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, მომავალ კვირაში დაგეგმილია რიგი შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან.

„დარწმუნებული ვარ, უკრაინის კანდიდატის სტატუსის შესახებ პასუხს მალე მივიღებთ; დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია, გააძლიეროს არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ მთელი ევროკავშირი. კიდევ რა უნდა მოხდეს ევროპაში იმისთვის, რათა სკეპტიკოსებისთვის ცხადი გახდეს, რომ უკრაინის ევროკავშირის გარეთ დარჩენის ფაქტი ევროპის წინააღმდეგ მუშაობს? ჩვენ გავაგრძელებთ კიდევ უფრო ძლიერად მუშაობას ყველა დონეზე, რათა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, ვიდეომიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონსა და მელიტოპოლში რუსული პასპორტების დარიგების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსული პასპორტების აღებას ძირითადად რუსებთან თანამშრომლობაში და მათ გარემოცვაში მყოფი პირები ცდილობენ, რომელთა მხრიდან პასპორტების აღება ქვეყნიდან გაქცევას გავს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხერსონის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსებისგან და გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ზაპოროჟიეს ოლქშიც. მისივე თქმით, გრძელდება სასტიკი ბრძოლები ქალაქ სევეროდონეცკში და უკრაინელ დამცველებს მადლობა გადაუხადა თავგანწირული ბრძოლისთვის.

„გახსოვთ, მაისის დასაწყისში როგორი იმედი ჰქონდა რუსეთს, რომ მთელი დონბასის ხელში ჩაგდებას შეძლებდა? უკვე ომის 108-ე დღეა, უკვე ივნისია. დონბასი უძლებს. დამპყრობლების ზარალი, მათ შორის ამ მიმართულებით, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ზოგადად, რუსეთის არმიას დღეს უკვე ჰყავს დაახლოებით 32 ათასი დაღუპული. რისთვის? რა მოგცა ამან, რუსეთო?“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა