გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

მხოლოდ მცირე რაოდენობის „ნაცსექტანტები“ დარჩნენ, რომლებსაც ჰგონიათ, სააკაშვილის ხსენებით მეტ ადამიანს მიიზიდავენ-სუბარი

ნახვები: 561 მხოლოდ მცირე რაოდენობის „ნაცსექტანტები“ დარჩნენ, რომლებსაც ჰგონიათ, სააკაშვილის ხსენებით მეტ ადამიანს მიიზიდავენ-სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, სტატუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ ოპოზიციის მიერ აქციის გამართვა გაუგებარია.

მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ აქციაზე ბევრი ადამიანი მივა.

„გაუგებარია, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ ასეთი აქცია იმართება, თუმცა კარგად გამოჩნდა აზრთა სხვადასხვაობა და განხეთქილება, რომელიც ოპოზიციურ სპექტრშია. პრაქტიკულად ერთმანეთს უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ, ლანძღავენ და ერთმანეთს ეცილებიან აქციის ორგანიზატორობას. ერთი რამ, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ამ ყველაფერში – არის პოლიტიკური კეთროვანი მიხეილ სააკაშვილი. სადაც მისი სახელი გამოჩნდება, იქ საპროტესტო აქციებზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს დაინახა ოპოზიციამაც. მხოლოდ მცირე რაოდენობის ნაცსექტანტები დარჩნენ, რომლებსაც ჯერ კიდევ სწამთ მიხეილ სააკაშვილის და ჰგონიათ, რომ მისი სახელის ხსენებით აქციებზე მეტ ადამიანს მიიზიდავენ. კარგია, რომ თვით ოპოზიციურმა პარტიებმაც ეს დაინახეს. აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს. ნამდვილად არ ველოდები, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. არა იმიტომ, რომ თემა არ არის მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომ, რომ ვინ ატარებს ამ აქციას. ხალხმა კარგად იცის, რომ როდესაც ეს ადამიანები ნებისმიერი კეთილშობილური იდეით რაიმე აქციას ატარებენ, საბოლოოდ ყველაფერი მიდის არეულობის მცდელობამდე, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნებამდე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე. ეს ხალხმა კარგად იცის და ამიტომაც არ მიდიან ასეთ აქციებზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა