კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

სალომე ზურაბიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუცია ამ ეტაპზე არის მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენა

ნახვები: 566 სალომე ზურაბიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუცია ამ ეტაპზე არის მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვიზიტის დროს „ბრიუსელში გაფუჭებული საქმე დახვდა“, რაც გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით, პირველი კი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ხოლო ყველაზე ნათლად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე.

ზურაბიშვილის თქმით, არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ რეზოლუციის მომზადებაში, ამავდროულად, ოპოზიცია მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მთავრობას არ ჩაუტარებია ის სამუშაო, რაც მას ევალებოდა.

„ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე. გასული წლის 19 ივლისს ბათუმის ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი, იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა ერთი წლის შემდეგ საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას. გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით, პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ყველაზე ნათლად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებითა და დაუსაბუთებელო ბრალდებებით მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციის მომზადებაში და ეს ეხებოდა ყველა ევროპარლამენტის პარტიას. ოპოზიცია თავისი მხრივ მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რაც მას, ან პარტიას ევალებოდა, არ ჩაუტარებია. არჩია ხან დუმილი და ხან შეურცხყოფით პასუხი სერიოზულ საკითხებზე, შედეგიც მიიღო. უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რამე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის დაანონსების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს ამჟამად. საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილი შეცდომაში, ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენაა, ზოგი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია. არ წარმოადგენს არც ჯერ გადაწყვეტილებას, არც მზაობას ევროკავშირის მხრიდან, რომ ასეთ ზომებს მიმართოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა