ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

გულთბილად ვესალმები ეკვადორს, საქართველოსა და მოლდოვას, რომლებიც საკონტაქტო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრას შეუერთდნენ-ლოიდ ოსტინი

15.06.2022 ნახვები: 553

რუსეთის უპატიებელი ინტერვენცია არ არის მხოლოდ საფრთხე უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოებისთვის, ეს არის გამოწვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც გვიცავს ჩვენ ყველას, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ნატო-ს მინისტერიალაზე განაცხადა.

ოსტინის თქმით, რუსეთი განაგრძობს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დაბომბვას და მოქალაქეების საფრთხეში ჩაგდებას.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ ჩვენი ურყევი მზადყოფნის გამო, რათა უკრაინას მივცეთ შესაძლებლობები, რომლებიც მას სასწრაფოდ სჭირდება თავდაცვისთვის. მე, პირადად, ვარ მადლობელი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რომელიც ამ საკონტაქტო ჯგუფმა ამ დრომდე მიაწოდა. თუმცა ჩვენ ვერ დავუშვებთ დანებებას და არ შეგვიძლია, ენთუზიაზმი დავკარგოთ. ფსონები ზედმეტად მაღალია. უკრაინა ბრძოლის ველზე გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას. ჩვენ ვხედავთ, რის შესახებაც პრეზიდენტი ზელენსკი გვაფრთხილებდა. კიევის აღების წარუმატებელი მცდელობისა და თავისი საბრძოლო მიზნების გადაფასების შემდეგ, რუსეთმა თავისი ფოკუსი დონბასისკენ გადაიტანა. არ შეიძლება, რომ სათანადოდ არ შევაფასოთ ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც უკრაინა დგას. რუსეთი იყენებს შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას უკრაინის პოზიციების წინააღმდეგ. რუსეთი განაგრძობს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის განურჩეველ დაბომბვას და მოქალაქეების უგუნურად საფრთხეში ჩაგდებას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო მხარდაჭერა უკრაინის თავდაცვისადმი და უფრო აქტიურად ვიმოქმედოთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას შეეძლოს თავისი თავის, თავისი მოქალაქეებისა და ტერიტორიის დაცვა. თუმცა, არ შეცდეთ – რუსეთის არაპროვოცირებადი და უპატიებელი ინტერვენცია არ არის მხოლოდ საფრთხე უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოებისთვის, ეს არის გამოწვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც გვიცავს ჩვენ ყველას. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ამ გამოწვევას. უკრაინელი სამხედროები და მოქალაქეები ამას აკეთებენ და ისინი იცავენ თავიანთ სამშობლოს სიმტკიცით, სიმამაცით და ოსტატობით. მათ ჩვენ შთაგვაგონეს და მათ სჭირდებათ ჩვენი დახმარება“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, ალექსეი რეზნიკოვთან მჭიდრო კონტაქტი აქვს საბრძოლო ველზე ცვლილებებთან დაკავშირებით და მუშაობენ უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის, შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ისაუბრა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებაზე.

„აშშ გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას. 24 თებერვალს რუსეთის ინტერვენციის შემდეგ მსოფლიოში 45-ზე მეტმა მოკავშირემ და პარტნიორმა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარება გაუწია. ეს ასახავს რუსეთის არაპროვოცირებადი აგრესიით გლობალურ აღშფოთებას და ასახავს საერთაშორისო წესრიგის გაძლიერების მზადყოფნას.

დღეს მე პატივი მაქვს, შევხვდე 45-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის ხელმძღვანელს, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებს. ნება მიბოძეთ, გულთბილად მივესალმო ეკვადორს, საქართველოს და მოლდოვას, რომლებიც საკონტაქტო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრას შეუერთდნენ“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა