კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ილჰამ ალიევი - ეუთო-ს მანდატით მოქმედმა „მინსკის ჯგუფმა“ 28 წელია, შედეგს ვერ მიაღწია

ნახვები: 566 ილჰამ ალიევი - ეუთო-ს მანდატით მოქმედმა „მინსკის ჯგუფმა“ 28 წელია, შედეგს ვერ მიაღწია

ეუთო-ს მანდატით მოქმედმა „მინსკის ჯგუფმა“ 28 წელია ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწია, ამიტომ, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოაგვარა, ამ ფორმატის საჭიროება აღარ არის.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოს გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველას ესმის „მინსკის ჯგუფის“ სამი თანათავმჯდომარის შეხვედრის შეუძლებლობა, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ.

„ჩვენ უკვე მივიღეთ შეტყობინებები, რომ „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეთა ინსტიტუტი არ იფუნქციონირებს. ისინი უკვე საპენსიო ასაკში არიან. ამრიგად, მინდა, დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია, რომ ნებისმიერი სპეკულაცია „მინსკის ჯგუფის“ შესახებ სომხეთში, ან სხვა ქვეყანაში მხოლოდ იწვევს გაღიზიანებას აზერბაიჯანში. ჩვენ მოვაგვარეთ კონფლიქტი, „მინსკის ჯგუფის“ მიერ შემუშავებული „მადრიდის პრინციპები“ მოგვარებულია. ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების გზებზე, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე“, – განაცხადა აზერბაიჯანელმა ლიდერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა