სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

ქუჩის აკადემია და ნისია ლუდი

19.05.2021 ნახვები: 1476

საქართველოში, ისევე, როგორც მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე ადამიანები სახელმწიფოებრიობის ხარისხს მაღალი მატერიებით განსაზღვრვავენ - მისი ადგილით საერთაშორისო არენაზე, სხვადასხვა პრესტიჟულ ორგანიზაციებში წევრობით, ძლიერი სახელმწიფოს სხვადასხვა ატრიბუტიკით, ტერიტორიის სიდიდით, და ა.შ.
სწორედ ამიტომ დღესაც კი, სსრკ-ს დაშლიდან თითქის 30 წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირი მოსახლეობის დიდ ნაწილს ახსენდება, როგორც ქვეყანა, სადაც იდეალური წესრიგი იყო დამყარებული. და ეს მაშინ, როდესაც სტალინის დროსაც კი წესრიგი მხოლოდ ზედა ეშელონებს ეხებოდა, ხოლო რეალურ ცხოვრებაში, ყოფით ყოველდღიურობაში სრული ქაოსი სუფევდა - ლოთობა, კრიმინალი, კანონიერი ქურდები, და ა.შ.
საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის ძნელი მისახვედრია, რომ სახელმწიფოს მოშლა არა ტერიტორიების დაკარგვით, არამედ წყალსადენის დაზიანებული მილის დაგვიანებული შეკეთებით იწყება.
დაანებეთ თავი ნატო-ს, ევროინტეგრაციას, რუსეთს, დსთ-ს და ტერიტორიულ მთლიანობას - საქართველოს თუ რამე დაღუპავს, არა აფხაზეთის, ან ცხინვალის დაკარგვა, არამედ არეულობა და ანარქია ქვედა რგოლებში, სწორედ იქ, სადაც რიგით ადამიანთა ცხოვრების 99% მიმდინარეობს.
სახელმწიფოს მოშლა მაშინ იწყება, როდესაც ის საკუთარ მოქალაქეებს მოძალადეებისგან ვერ იცავს. სახელმწიფოს მოშლა მაშინ იწყება, როდესაც მას ბრბოს წინაამღდეგ ძალის გამოყენების ეშინია, მაშინ, როდესაც სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს წლობით ვერ ახორციელებს იმიტომ, რომ 200 ადამიანის წყენის ეშინია.
და თქმა უნდა, არანაირ სახელმწიფოზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი მაშინ, როდესაც ნისია ლუდს შეუძლიათ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მიიყვანოს.
დმანისის მოვლენებმა დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მოშლა რაღაც მასშტაბური კატაკლიზმი არ არის და მისთვის საკმარისია სულ მცირე რამ. ჩვენ აშკარად დავინახეთ, რა შედეგები მოჰყვება იმას, რომ სამართალდამცავი ორგანოებმა „ქუჩის აკადემიის" წინაამღდეგ ბრძოლა შეასუსტა.
რამდენიმე ძველმა ბიჭმა ქვეყანაში ლამის ახალი ეთნოკონფლიქტი გააჩაღა - ეს უკვე ყველამ ვიცით. მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რომ დაუსჯელობის სინდრომი ერთ დღეში არ ყალიბდება. შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს ჯგუფი გუშინაც თავხედდებოდა, ქუჩაში გამომწვევად იქცეოდა და ადამიანებს ავიწროვებდა, ძირითადად „არასრწორი" ეროვნების.
რას აკეთებდა არ დროს სახელმწიფო? უკეთეს შემთხვევაში - არაფერს. სტატისტიკა არ უნდა გაუარესდეს, პატიმრების რაოდენობა კი ციხეში 10 000-ს არ უნდა გასცდეს - ეს „ქართული ოცნების" სახელმწიფო პოლიტიკაა. ამისთვის კი საჭიროა წვრილმანი დამნაშავეობის და ხულიგნობის წაყრუება. ეს უკეთეს შემთხვევაში, უარესში კი - იყენებს მათ ხმების მობილიზებისთვის.
რიგით, ერთი შეხედვით უწყინარ ძველ ბიჭს და მკვლელს შორის მანძილი - ძალიან მცირეა და მისი გადალახვა ძალიან ადვილია. დღეს ვინც ნისია ბოთლის გამო უდანაშაულო ადამიანები დაარბია - იგივე კატეგორიამ გუშინ შაქარაშვილი მოკლა და კიდევ ვინ იცის, რამდენ უბედურებას ჩაიდენს..
ყველა ხაზს უსვამს, რომ „ეს ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი იყო" - თითქოს „ყოფითი ნიადაგი" გამართლებაა. ერთი შეხედვით, ასეც იყო, თუმცა, რა - არ ვიცით „ეკომიგრანტები" ადგილობრივ აზერბაიჯენელებს ადგებულად რომ ეპყრობოდნენ და ყველანაირად ავიწროვებდნენ?
1988 წელს ერთად-ერთი არეულობა ქვემო ქართლში ეკომიგრანტის მიერ ადგილობრივი პარიკმახერისთვის თმების შეჭრაში ფულის გადახდაზე უარი თქმას მოჰყვა - „ეგ მაკლდა თათარს ფული მივცე".... ესეც ყოფით ნიადაგზე იყო? გაგიმხელთ პატარა საიდუმლოს - ლოკალური კონფლიქტები ძირითადად ყოფითი საბაბით იწყება, და არა ქალაქების შტურმით.
როდესაც საუბრობენ „კონფლიქტში ჩართულ მხარეებზე"- ეს ტყუილია, არანაირი მხარეები არ იყო - იყო მხოლოდ დამრბევები და მათი მსხვერპლი, რომელმაც ბოლოს გაბედა და რატომღაც წინაამღდეგობა გაუწია... რამაც ქართული საზოგადოების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია.
დმანისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა - ეშმაკთან გარიგება ყოველთვის ეშმაკის გამარჯვებით სრულდება. როგორც კი სახელმწიფომ კრიმინალური და მოკრიმინალო ელემენტებთან რაიმე სახის თანამშრომლობა დაიწყო - ეს სახელმწიფოს დაღუპვას და ჩამოშლას ნიშნავს...
ქოცების ლოზუნგი კი - „ყველა დანაშაული უნდა გაიხსნას, და ყველა დამნაშავე დაისაჯოს" - ერთი შეხედვით სწორია, თუმცა საქართველოსნაირ ღრმად დაავადებული ქვეყნებში ეს პრინციპი არ მუშაობს. სახელმწიფო პრევენციაზე უნდა იმუშაოს - არა ხანძარს ებრძოლოს, არამედ ცეცხლის გაჩენის სურვილი უნდა გააქროს..
დმანისი - ქართული სახელმწიფოს ჩამოშლის მაჩვენებელია - ნგრევა მაშინ დაიწყო, როდესაც ვიღაცამ ჩათვალა, რომ უმჯობესია იყოს ანარქია, ოღონდ „ნაცების" ჯინაზე. როდესაც ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ციხეების მმართველობა „მაყურებლების" მეშვეობით უფრო მარტივია. ქართული სახელმწიფო მაშინ ჩამოიშალა, როდესაც ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ საქართველოში ზედმეტად ბევრი პატიმარია ნორვეგიასთან და დანიასთან შედარებით, და შეარჩია მიზნობრივი მაჩვენებელი- 10 000 პატიმარი, ამაზე მეტი არ უნდა იყოს.
სახელმწიფოს ეროზიის დაძლევისთვის საკმარისი არაა ნაცების მიტინგების დაშლა და ნიკა მელიას დაპატიმრება - თუ მთავრობას სურს რაიმე ტიპის წესრიგის შენარჩუნება - ნუ უყურებთ რას აკეთებს გერმანია და ჰოლანდია.
და ბოლოს და ბოლოს, 30-წლიანი წრეზე სიარულის შემდეგ საზოგადოებამ უნდა გაიგოს - სანამ საქართველოში საბოლოოდ, შემობრუნების გარეშე, ნებისმიერი ხერხებით არ მოისპო „ქუჩის აკადემია" - სხვა არავითარი აკადემია არასდროს არ იქნება.
და ქვეყანა იქნება მუდმივ მოლოდინში. რა იქნება მაშინ, როდესაც მორიგ ძველ ბიჭს უფასო ლუდის დალევა მოენდომება.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა