დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

მმართველ პარტიას არ შეუძლია სასწაულების მოხდენა, თუ არ არსებობს რეალური თანამშრომლობის სურვილი პარლამენტში-მარინა კალიურანდი

ნახვები: 519 მმართველ პარტიას არ შეუძლია სასწაულების მოხდენა, თუ არ არსებობს რეალური თანამშრომლობის სურვილი პარლამენტში-მარინა კალიურანდი

ბუნებრივია, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, მმართველ პარტიას, რადგან ისინი არიან ხელისუფლებაში და აქვთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, მაგრამ მმართველ პარტიას არ შეუძლია სასწაულებს მოხდენა, თუ არ არსებობს რეალური თანამშრომლობის სურვილი და გაწყობა პარლამენტში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

როგორც მარინა კალიურანდმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ გადაწყვიტა თავის დროზე არ შესულიყო პარლამენტში, შემდეგ ხელი არ მოეწერა შარლ მიშელის შეთანხმებისთვის.

„100 დღის შემდეგ ამის გაკეთება ძალიან გვიანი იყო. მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა და მათ შეაფერხეს საქართველოს ევროპული ასპირაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძირითადი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდზეა, მაგრამ ოპოზიციამ ასევე სარკეში უნდა ჩაიხედოს და დაიწყოს კონსტრუქციული თანამშრომლობა. ხალხი პარლამენტის ყველა წევრისგან ამას ელოდება. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს, აქ ისევ პირველ პუნქტს უნდა დავუბრუნდეთ. შეწყვიტეთ პოლარიზაცია, გაერთიანდით, იმსჯელეთ საქართველოს მომავალზე, დააყენეთ თქვენი ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე წინ და დაიწყეთ თანამშრომლობა. ერთმანეთის დადანაშაულებით საქართველო არ ხდება უფრო უკეთესი, უფრო მდიდარი და ქართველი ხალხი უფრო ბედნიერი. ერთმანეთის დადანაშაულებით, ბრალდების ავტორები არ ხდებიან უფრო ძლიერები და უკეთესები. მე იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი პოლიტიკოსები ამას მიხვდებიან და ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა უკეთ მომზადებულნი შეხვდნენ შეფასებებს დეკემბერში“, – განაცხადა კალიურანდმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა