ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

შოთა დიღმელშვილი აცხადებს, რომ მთავრობას გადადგომისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ

ნახვები: 588 შოთა დიღმელშვილი აცხადებს, რომ მთავრობას გადადგომისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ

სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეკრებილებს მოთხოვნები და სამომავლო გეგმები გააცნო.

როგორც შოთა დიღმელაშვილმა აღნიშნა, მთავრობას გადადგომისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ.

„აქ შეკრებილი ხალხი ნათლად ამტკიცებს, სად არის დეპოლარიზაცია და სად არის პრობლემა. სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოგიდგენთ მოთხოვნას, ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, ქართველი ხალხის დათქმა, პირობა, რაც გინდათ, ის დაარქვით, ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმა – გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციაში მოცემულ 12-ვე პუნქტს შეასრულებს, ვიდრე ზამთარი მოვა.

ჩვენ ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას, ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა, რათა გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობაც, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება, თუ პირადად ბიძინა ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ. მანამდე, ჩვენ მივალთ ყველასთან, თქვენ მიხვალთ ყველასთან, ყველა უბანში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, სამ ივლისამდე ჩვენ ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს გზა. ჩვენ ერთად ავირჩევთ საქართველოს ხსნის გზას ოლიგარქის გარეშე. სამ ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან, შევუერთებთ ერთმანეთს ნაკადებს და ავზვირთდებით თბილისში, პარლამენტის წინ და დავრჩებით აქ, არ დავიშლებით ვიდრე არ დაიშლება ოლიგარქია“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა