ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

გიორგი მშვენიერაძე - ვთხოვთ ხელისუფლებას, დათმოს აღმასრულებელი ძალაუფლება

ნახვები: 555 გიორგი მშვენიერაძე - ვთხოვთ ხელისუფლებას, დათმოს აღმასრულებელი ძალაუფლება

ვთხოვთ ხელისუფლებას, დათმოს აღმასრულებელი ძალაუფლება, ის გადასცეს „ეროვნული თანხმობის მთავრობას – ევროკავშირისთვის“, რომელიც გარდამავალ ეტაპზე მართავს სახელმწიფოს, – ამის შესახებ ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, ეროვნული თანხმობის მთავრობაში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ გამორჩეული სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია.

„რას ვითხოვთ? ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, დათმოს აღმასრულებელი ძალაუფლება, ის გადასცეს „ეროვნული თანხმობის მთავრობას – ევროკავშირისთვის“, რომელიც გარდამავალ ეტაპზე მართავს სახელმწიფოს და მისი მიზანია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მომზადებაა, მათ შორის საარჩევნო, სასამართლო, ანტიკორუფციული და სხვა რეფორმების ჩატარება. „ეროვნული თანხმობის მთავრობა“ მოამზადებს და პარლამენტს წარუდგენს ევროკომისიის რეკომენდაციებში ასახულ ყველა საკითხზე რეფორმების შესახებ კანონპროექტებს, გაატარებს პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას. 2022 წლის ბოლოს გარდამავალი ეტაპი უნდა დასრულდეს და ახალ, სამართლიან გარემოში ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.

ეროვნული თანხმობის მთავრობაში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ საკუთარი სფეროს გამორჩეული სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია. მის შემადგენლობაში არ უნდა იყვნენ მოქმედი პოლიტიკოსები და არ ვაპირებთ ვიყოთ ის ადამიანებიც, რომლებსაც საერთო სახალხო მოძრაობის სახეებად გვხედავთ. ეროვნული თანხმობის მთავრობას მხარი დაუჭიროს ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც. ეს იქნება ძლიერი ნაბიჯიც დეპოლარიზაციისაკენ.

ჩვენ მოთხოვნის წამოყენების ეტაპზე არ ვასახელებთ მთავრობის წევრების კანდიდატურებს და ვტოვებთ გახსნილ სივრცეს მოლაპარაკებისთვის. თუმცა მთავრობის შემადგენლობა კონსენსუსის წესით უნდა შეირჩეს. კონსენსუსის შემდეგ, კონსტიტუციური პროცედურის გამოყენებით, მოხდება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელება და მთავრობის სამოქმედო გეგმის – „ევროკავშირისკენ“ წარმოდგენა, რომელსაც პარლამენტი ნდობა უნდა გამოუცხადოს“, – წერს მშვენიერაძე „ფეისბუქში“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა