აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ერთადერთი სწორი მოთხოვნაა საკონსტიტუციო ცვლილებები და ვადამდელი არჩევნები-იაგო ხვიჩია

ნახვები: 534 ერთადერთი სწორი მოთხოვნაა საკონსტიტუციო ცვლილებები და ვადამდელი არჩევნები-იაგო ხვიჩია

ერთადერთი სწორი მოთხოვნაა საკონსტიტუციო ცვლილებები და ვადამდელი არჩევნები, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ამის აღმოფხვრის მთავარი წესია არჩევნები, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორების მოთხოვნები არარეალურია.

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მათ მოთხოვნებს ვუერთდებოდეთ, რადგან დაყენებული მოთხოვნები არარეალურია. აქციის ორგანიზატორებს მოვუწოდებ, ეს მოთხოვნები შეცვალონ და მოითხოვონ ვადამდელი არჩევნები, მანამდე კი მოითხოვონ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რათა აზრი ჰქონდეს რიგგარეშე არჩევნებს. არ ვიცი, ეს მოთხოვნები სპეციალურად არის დაყენებული, რომ ადამიანებმა გული აიცრუონ, თუ ასეთი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მოთხოვნების ასე დიდი ხნის განმავლობაში დატოვება არ შეიძლება. ერთადერთი სწორი მოთხოვნაა საკონსტიტუციო ცვლილებები და ვადამდელი არჩევნები, რადგან ქვეყანაშია პოლიტიკური კრიზისი და ამის აღმოფხვრის მთავარი წესი არჩევნებია.

30 წელია, ეროვნული მთავრობის თანხმობა არ გვაქვს და თურმე, არასამთავრობო სექტორს ჰქონია პასუხი კითხვაზე, ვინ იქნება საქართველოსთვის ძალიან რთულ დროს იდეალური მთავრობა და გვისახელებენ ხან ერთ გვარს, ხან მეორეს და ამ ფონზე ადამიანები ვერ ერკვევიან, ეს ხალხი რას შვრება და რა მოთხოვნებია ეს. „ქართული ოცნება“ იმაზე წამოვა, რასაც ქართველი ხალხი აიძულებს, უბრალოდ, ქართველი ხალხი არ წამოვა იმაზე, რასაც აქციის ორგანიზატორები სთავაზობენ. შესაბამისად, მთავრობაზე ვერანაირი წნეხი ვერ იქნება. „ენჯეოშნიკები“ რომ მოიყვანონ მთავრობაში, მაგისთვის ხომ არ გამოვლენ, ადამიანებისთვის რა იცვლება ამ ყველაფრის შედეგად? – ეს ამ მოთხოვნებში არ ჩანს და არც გამოჩნდება, რადგან აღნიშნული მოთხოვნები არ არის მიდრეკილი იმისთვის, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. პატივმოყვარეობა გაუმჯობესდეს არასამთავრობო სექტორის და რამდენიმე აქტივისტის, ამაზეა გათვლილი და ეს ამბავი ასე არ გამოვა. პარტიები მოგვწონს თუ არა, პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და კონსტიტუციის მიხედვით, ლეგიტიმაცია ასე დგება, არასამთავრობო ორგანიზაციას საიდან მოაქვს ეს ლეგიტიმაცია? ვინაიდან, „სირცხვილიამ“ თქვა, ეს ხალხი კაი ხალხია და მთავრობას დააკომპლექტებენო, ეს არის ლეგიტიმაცია?“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა