ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით გემი შემოვიდა, თუმცა საბაჟო ორგანოებს არანაირი თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე არ გაუციათ-დავითაშვილი

ნახვები: 523 ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით გემი შემოვიდა, თუმცა საბაჟო ორგანოებს არანაირი თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე არ გაუციათ-დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემი შემოვიდა, თუმცა, როგორც მინისტრი ამბობს, საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.

„სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეძლება, ეხებოდეს დღეს სანქციებს, ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტირების საგანი. ის, რომ ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, ეს ფაქტია. ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ და შესაბამისად, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ. საქართველოში, არც ერთი ფაქტი სანქციების ან გვერდის ავლის, ან სანქციების დარღვევის, არ ყოფილა. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. ვიღაცას შეიძლება სურვილი ჰქონდეს საქართველოში ასეთი პროდუქტების შემოტანის, მათი მოტივაცია შეგიძლიათ თავად გაარკვიოთ, ჰკითხოთ ტვირთმფლობელს, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უწყებები მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოქმედებენ.

დღეს საბაჟო ორგანოებს არ გაუციათ არანაირი თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე. შესაბამისად, საბაჟოს თანხმობის გარეშე, პორტს, რაც არ უნდა სურვილი ჰქონდეს, იცით, რომ პორტიც კერძო სუბიექტია, ტვირთგადამზიადვიც და ტვირთმფლობელიც კერძო სუბიექტები არიან. ამიტომ, კერძო სუბიექტების სურვილების მიუხედავად, საბაჟოს თანხმობის გარეშე ტვირთი ვერ მოხვდება საქართველოში და ვერ მოხვდება საქართველოს საბაჟო სივრცეში”,- განაცხადა დავითაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა