ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

გიორგი ვაშაძე - მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო ტოტალური შეტევა საჯარო მოხელეებზე, მეგობრებო, ნუ შეგეშინდებათ, თქვენს გვერდით ვდგავართ

ნახვები: 555 გიორგი ვაშაძე - მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო ტოტალური შეტევა საჯარო მოხელეებზე, მეგობრებო, ნუ შეგეშინდებათ, თქვენს გვერდით ვდგავართ

მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო ტოტალური შეტევა საჯარო მოხელეებზე, იმ ადამიანებზე რომლებიც მუშაობენ უწყებებში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა აქციების პარალელურად გაძლიერდა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, 3 ივლისია და ყველა მივდივართ აქციაზე. მაგრამ მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო ტოტალური შეტევა საჯარო მოხელეებზე, იმ ადამიანებზე რომლებიც მუშაობენ უწყებებში, იუსტიციის სახლებში, სამინისტროებში, დეპარტამენტებში. მინდა, მივმართო მათ – მეგობრებო, ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. თქვენი რწმენის გატეხვა უნდა დღეს „ქართულ ოცნებას“. იმიტომ, რომ თქვენს ხელთ არის ამ ქვეყნის ბედი. იცოდეთ, რომ თქვენ ხართ ის მთავარი ქვაკუთხედი, რაზეც ვაპირებთ ავაგოთ ყველა რეფორმა, რომელიც დაგვაახლოებს ევროპას. რაზეც ვაპირებთ, ავაგოთ ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ასე ძალიან გწყურიათ და სწყურია თქვენს პროფესიონალიზმს და პატრიოტიზმს. ვინ ვინ, და მე, პირადად კარგად ვიცი, როგორ დაიღალეთ და ყელში ამოგივიდათ ის არაფრის მაქნისი პროცესი, რაც ახლა არის საჯარო სამსახურში. ის, რომ თქვენ იქნებით გარანტირებული არა მხოლოდ იმით, რომ საჯარო სამსახურს შეინარჩუნებთ, არამედ ის ორკაპიკიანი ხელფასი, რომელიც დღეს თქვენ გაქვთ, მინიმუმ გაორმაგდება, გასამმაგდება, როგორც კი ევროკავშირს დავუახლოვდებით. რაც მთავარია, თქვენ გახდებით დიდი აღმშენებლობის თანამონაწილე, რომელიც საქართველოს აქვს, რომელიც საქართველოს აქვს წინ ევროკავშირში ინტეგრაციასთან ერთად.

და ბოლოს, თუ ვინმეს რამე პრობლემა გექნებათ, დამიკავშირდით „ფეისბუქზე“. საჯაროა ჩემი ფეისბუქგვერდი, ან ჩემი ტელეფონი თუ გაქვთ. აბსოლუტურად ყველას სრულად დაგეხმარებით და დაგიდგებით გვერდში. როგორც სამართლებრივად, ასევე ყველა მექანიზმით. თქვენ ვერავინ ვერ დაგჩაგრავთ, რადგან ჩვენ ვართ თქვენს გვერდით“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა