ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მიხეილ სარჯველაძე - ირაკლი კობახიძის წარდგენილ გეგმასთან დაკავშირებით არავითარ წუნზე ობიექტურად საუბრის მიზეზი არ აქვს არც პრეზიდენტს და არც სხვას

ნახვები: 526 მიხეილ სარჯველაძე - ირაკლი კობახიძის წარდგენილ გეგმასთან დაკავშირებით არავითარ წუნზე ობიექტურად საუბრის მიზეზი არ აქვს არც პრეზიდენტს და არც სხვას

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილ გეგმასთან დაკავშირებით არავითარ წუნზე ობიექტურად საუბრის მიზეზი არ აქვს არც პრეზიდენტს და არც სხვას.

 

სარჯველაძემ აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს: „კობახიძისეულ თუ რადიკალური ოპოზიციის გეგმებს არაფერი აქვთ საერთო ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან“.

 

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას აცნობა გეგმა ევროინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების სწრაფი ტემპით გადადგმის შესახებ.

 

„შინაარსობრივი თვალსაზრისით ცოტა გაუგებარი იყო, „ქართული ოცნების“ და ირაკლი კობახიძის რა განცხადებებს, გეგმებს გულისხმობდა. ვფიქრობ, არავითარ წუნზე ობიექტურად საუბრის მიზეზი არ აქვს არც პრეზიდენტს და არც სხვას იმ კონკრეტული გეგმების შესახებ, რომელიც  პოლიტსაბჭოს შემდეგ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას ამცნო. ეს იყო აბსოლუტურად კონსტრუქციული და კონსტრუქციულის გარდა, ზეპარტიული განცხადება.

 

მნიშვნელოვანია ეს სწორად იყოს შეფასებული. არ ვიცი, უბრალოდ სხვა რა შეიძლება, ყოფილიყო უკეთესი იმასთან შედარებით, რაც ირაკლიმ განაცხადა, როდესაც მან საზოგადოებას აუწყა ევროინტეგრაციის მიმართულებით სწრაფი ტემპით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესახებ. არ მესმის, განსხვავებული რა უნდა ყოფილიყო, როდესაც ცალკეული პოლიტიკოსები კრიტიკულად აფასებენ რომელიმე პოლიტიკოსის რიტორიკას, განცხადებას და ქმედებას. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მათ უნდა თქვან, რატომ თვლიან მცდარად, რა იქნებოდა მართებული და სწორი. არ მგონია, რაიმე სხვა ალტერნატივაზე საუბრის შესაძლებლობა აქვს ვინმეს,  იმისგან განსხვავებული, რაც ირაკლი კობახიძის განცხადებაში იყო.;

 

დღეს ოპოზიცია რა გეგმითაც მუშაობს და რა გეგმის განხორციელებასაც ცდილობს ყველა თავისი გაგრძელებით, მედიასაშუალებები იქნება ეს თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, ფაქტია, რომ დღეს ყველაზე მეტად, რაც არ სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას, არის იმ გეგმების განხორციელება, რომელსაც საზოგადოებას ეს ოპოზიცია სთავაზობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა