კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

სახალხო დამცველმა, რომელიც არის კონსტიტუციის მიხედვით ადვოკატი, თავის თავზე პროკურორის ფუნქცია აიღო, რაც მის მანდატს ეწინააღმდეგება-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 548 სახალხო დამცველმა, რომელიც არის კონსტიტუციის მიხედვით ადვოკატი, თავის თავზე პროკურორის ფუნქცია აიღო, რაც მის მანდატს ეწინააღმდეგება-ირაკლი კობახიძე

სახალხო დამცველი უნდა გამოდიოდეს, როგორც ადვოკატი, თუმცა სახალხო დამცველმა, რომელიც არის კონსტიტუციის მიხედვით ადვოკატი, თავის თავზე პროკურორის ფუნქცია აიღო, რაც მის მანდატს ზუსტად ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე როგორ შეაფასებდა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას „ალტ-ინფოს“ აკრძალვასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ალტ ინფოს“ მიმართ არავითარი სიმპატია არ აქვს, მაგრამ სახალხო დამცველი თავისი ფუნქციით უნდა იყოს მთავარი ადვოკატი.

„ალტ ინფოს“ მიმართ არავითარი სიმპატია არ მაქვს, მით უმეტეს, რამდენიმე დღის წინ ოფისთან იყვნენ მოსულები და გვაგინეს, მაგრამ რაც შეეხება ნინო ლომჯარიას ინიციატივას, როგორც იურისტი გეტყვით, რომ სახალხო დამცველი თავისი ფუნქციით მთავარი ადვოკატია, ეს არის მისი ფუნქცია. მაშინაც კი, როცა საქმე ეხება მიუღებელ ადამიანს და დამნაშავეს, ის უნდა აკვირდებოდეს, რამდენად არის მისი უფლებები დაცული. მაგალითად, როცა ადამიანს უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, მოკლა ხუთი კაცი, მისი უფლებების დაცვასაც კი უნდა აკვირდებოდეს და ამას ადვოკატის ფუნქციიდან უნდა უყურებდეს. კომიკური რა არის? – როცა საქმე ეხება პარტიის აკრძალვას, პარტიის თავისუფლებაც არის ადამიანის ძირითადი უფლება და ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩარევის მძიმე ფორმაა და სახალხო დამცველი უნდა გამოდიოდეს, როგორც ადვოკატი, თუმცა სახალხო დამცველმა, რომელიც არის კონსტიტუციის მიხედვით ადვოკატი, თავის თავზე პროკურორის ფუნქცია აიღო, რაც მის მანდატს ზუსტად ეწინააღმდეგება. ეს არის სამართლებრივი შეფასება, დანარჩენი არის მისი საქმე. არავითარი სიმპატია ამ გაერთიანების მიმართ არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა