ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დელეგაცია იმყოფება

ნახვები: 527 საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დელეგაცია იმყოფება

საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დელეგაცია ვიზიტით იმყოფება.

ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ რობერტ სპანოს, მოსამართლე ლადო ჭანტურიას და სასამართლოს მეხუთე სექციის რეგისტრს ვიქტორ სოლოვეიჩიკს დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ უმასპინძლა.

უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და დელეგაციის წევრების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა. ნინო ქადაგიძემ შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რობერტ სპანოს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, და ამ კუთხით, საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოების დაახლოების პროცესის ხელშეწყობაზე ისაუბრა. დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმაც. შეხვედრაზე რობერტ სპანომ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ. აღნიშნა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ამ გზაზე მართლმსაჯულების სისტემას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. როგორც ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მოსამართლეები სტრასბურგის სასამართლოს ოჯახის წევრები არიან. გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების გამოყენების პრაქტიკა და ხაზი გაესვა ევროპული სტანდარტების ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესს. შეხვედრის დასასრულს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდნეტმა და დელეგაციის წევრებმა უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა