ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ახლა საქმე მოქმედებაზეა და არა სიტყვებზე და სამუშაო ჯგუფებზე-კელი დეგნანი

ნახვები: 536 ახლა საქმე მოქმედებაზეა და არა სიტყვებზე და სამუშაო ჯგუფებზე-კელი დეგნანი

ქართველმა ხალხმა არაერთხელ თქვა, რა სურს და ეს არის ევროკავშირის წევრობა, დასავლური ინტეგრირება, გზა დემოკრატიული მომავლისკენ. თქვენ უკვე მიაღწიეთ დიდ პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების შენებისას, რომელიც საჭიროა ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ახლა ენერგია უნდა მიემართებოდეს ევროკომისიის მიერ გაწერილი რეკომენდაციების შესრულებისკენ.

„კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, როგორც კი რეკომენდაციები შესრულდება გააზრებულად და არა ზედაპირულად, ან ცალკეული პარტიის მიდგომის გზით, არამედ გააზრებული და ინკლუზიური გზით, მაშინ საქართველოსაც ექნება კანდიდატის სტატუსი. დასაკარგი დრო არ არის. უკვე ძალიან კარგი წინადადებებია წარმოდგენილი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისგან, „ქართული ოცნებისგან“, სამოქალაქო საზოგადოებისგან. 22 ორგანიზაცია დაჯდა და კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაწერა, შემდგომი ნაბიჯების. კითხვა არ მდგომარეობს იმაში, რა არის გასაკეთებელი, საქართველოს ლიდერები და საზოგადოება ამაზე საუბრობენ მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მე აქ ვარ, ცხადია გასული წლიდან. არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი და ქართველი ლიდერები დათანხმდნენ ამ რეფორმების უმეტესობას. ახლა საქმე მოქმედებაზეა. არა სიტყვებზე, არა სამუშაო ჯგუფებზე, არამედ მოქმედებაზე, რათა შეასრულონ ეს 12 პუნქტი და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ის აქ არის, გელოდებათ, მაგრამ თქვენ სამუშაო უნდა შეასრულოთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა