18 ივლისს, გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა გაიმართება
მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის
სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours

რიგგარეშე სესიის მოწვევაზე დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ-იაგო ხვიჩია

13.07.2022 ნახვები: 520

რიგგარეშე სესიის მოწვევაზე დოკუმენტს ჩემი ხელმოწერა არ ექნება, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ ოპოზიცია მზად არ არის, ასეთი სხდომისთვის, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ჯერ თავად არ იცის, რა უნდა და ხელისუფლებას რა უნდა მოსთხოვოს.

„ჯერ ბევრ რამეზეა სამუშაო და ბევრი კონსენსუსია მისაღები იმაზე, რას ვაკეთებთ. ოპოზიციამ ჯერ თავად არ იცის, რა უნდა და ხელისუფლებას რა უნდა მოსთხოვოს. ამ დროს ითხოვენ პარლამენტის სხდომას, რომელიც პერმანენტულად ტარდება და არ დადის არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, არ მესმის, რა ხდება და მეორე არგუმენტი, რატომაც ხელს არ ვაწერ, არის ის, რომ ჩემ გარეშეც შეუძლიათ ეს გააკეთონ. არ მჯერა, რომ ეს არის სწორი მიმართულება. სწორია ჯერ ლაპარაკი, რაღაცაზე შეთანხმება და შემდეგ სხდომაზე ამის გაფორმება. როცა იწვევ სხდომას, როცა არავისთან გილაპარაკია, მათ შორის, არც ოპოზიციასთან, არავისთან გაქვს კარგი ურთიერთობა და კონსენსუსი, საჯაროდ ისიც კი არ გითქვამს, რა გინდა მართლა გულწრფელად და ამ დროს ითხოვ სხდომის მოწვევას, რომელზეც ან კის გეტყვიან ან არას, კიც რომ გითხრან, არ იცი, იქ რა უნდა გააკეთო. მე რამდენი ხანია, არ ვბრაზდები ჩემს კოლეგებზე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა