თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რიგგარეშე სესიის გასახსნელად საჭიროა, ჩატარდეს პლენარული სხდომა-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 322 რიგგარეშე სესიის გასახსნელად საჭიროა, ჩატარდეს პლენარული სხდომა-შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი საკითხები პლენარული სხდომის დღის წესრიგში ვერ მოხვდება, რადგან არც ერთ მათგანზე არ გამართულა საკომიტეტო მოსმენები და არ არის წამყვანი კომიტეტების დასკვნები. პაპუაშვილის თქმით, აქედან გამომდინარე, პლენარული სხდომისთვის განსაზღვრული საკითხები არ არის წარმოდგენილი. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ შესაბამისად, ვერ ჩატარდება რიგგარეშე სესიაც, რადგან რიგგარეშე სესიის გახსნას პლენარული სხდომის ჩატარება სჭირდება.

„განსახილველ საკითხებში არაფერია შეტანილი და ამას აქვს შემდეგი მიზეზი – როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის წევრების ნაწილმა პრეზიდენტს მიმართა რიგგარეშე სესიის მოწვევის წერილით, რომელშიც განსაზღვრა ოთხი კანონპროექტი, როგორც რიგგარეშე სესისთვის განსახილველი საკითხები. ამ წერილზე პასუხად პრეზიდენტმა, თუ არ ვცდები, 15 ივლისის განკარგულებით დანიშნა სესია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტებს ჯერ არ აქვთ გავლილი საკომიტეტო მოსმენები, არც ერთ მათგანზე არ არის წამყვანი კომიტეტების დასკვნები წარმოდგენილი, ის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ვერ მოხვდება. შესაბამისად, პლენარული სხდომისთვის განსაზღვრული საკითხები არ არის ამ კუთხით წარმოდგენილი და არ გვაქვს.

რიგგარეშე სესია იხსნება პლენარული სხდომით. რიგგარეშე სესია რომ გაიხსნას, საჭიროა, ჩატარდეს პლენარული სხდომა, სადაც იხსნება რიგგარეშე სესია. მაგრამ, ამავე დროს, არ გვაქვს განსახილველი დღის წესრიგის საკითხები. თქვენ მიერ დასახელებულ ოთხ საკითხს ბიურო ვერ შეიტანს დღის წესრიგში, ვინაიდან არ არსებობს საკომიტეტო განხილვები და შესაბამისად, წამყვანი კომიტეტების დასკვნები ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა