ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ხელისუფლებაში რომ ვიყო, გოგაშვილს კორუფციის გამო დავაკავებდი-ალეკო ელისაშვილი

ნახვები: 412 ხელისუფლებაში რომ ვიყო, გოგაშვილს კორუფციის გამო დავაკავებდი-ალეკო ელისაშვილი

მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, გოგაშვილს კორუფციის გამო დავაკავებდი, 2013 წელს ადამიანი სოციალურად დაუცველთა შემწეობას იღებდა, მერე თანამდებობაზე დაინიშნა და მილიონერი გახდა , – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ვნახეთ, გოგაშვილი როგორ სახლში დააკავეს. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს მგონი ეგეთი სახლი, როგორშიც აკავებდნენ გოგაშვილს. ე.ი. მექრთამე იყო, კორუფციით იშოვა ფული. აქ არის მთავარი კითხვები, როგორც გოგაშვილთან, ასევე „ოცნებასთან“, მაგრამ ამის მიუხედავად ახლა დააკავეს რაღაც ინფორმაცია რომ არ გაეცა და „ოცნებისთვის“ პრობლემა არ შეექმნა და არა მექრთამეობის გამო. მთავარი საკითხი აქ არის ის, რომ თუნდაც გოგაშვილსაც კი იარაღი არ უნდა ჩაუდო, არავის არ უნდა ჩაუდო იარაღი, გოგაშვილსაც, რომლის მიმართაც მაქვს საშინელი დამოკიდებულება. მასაც აქვს უფლებები და კანონი მასზეც თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს. იარაღი არც მას არ უნდა ჩაუდონ და არც არავის. ოდესმე ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს. თუ გინდა დაიჭირო, დაიჭირე სწორი რამისთვის. თუ გოგაშვილი რამისთვის არის დასაჭერი, ეს არის პანკისის სპეცოპერაცია და ეს არის მექრთამეობა. სახეზეა მისი მექრთამეობა, რამდენიმე წელიწადში სოციალურად დაუცველი როგორ გახდა მილიონერი“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა