ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ და „,მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავენ

ნახვები: 202 „ექსპო ჯორჯიაში”, სადაც გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ და „,მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავენ

„ექსპო ჯორჯიაში", სადაც გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს" და „,მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები აქციას მართავენ.

მათ ხელში შემდეგი შინაარსის ბანერები უჭირავთ: „ტყვია თვალში საქართველოსთვის", „კოვიდ-კორუფცია საქართველოსთვის", „ანაკლიის პროექტის ჩაშლა საქართველოსთვის" და სხვა.

აქტივისტების განცხადებით, გიორგი გახარიას „სირცხვილის კორიდორში" მოუწევს გავლა და „იმ სიმართლის, წაკითხვა რომელიც მათ ბანერებზე წერია".

„მოვედით ერთი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რომ გიორგი გახარიას ყოველთვის თან სდევდეს 20 ივნისის აჩრდილი და იმ დანაშაულების აჩრდილი, რომელსაც თითებზეც ვერ ჩამოვთვლით იმდენი აქვს. ადამიანებმა, რომლებმაც კრემლის დაკვეთით მშვიდობიანი დემონსტრანტები დაგვარბიეს, უნდა იცოდნენ, რომ პოლიტიკურ წარმატებას ვერ მიაღწევენ და არავითარი მორალური უფლება არ აქვთ მსგავს პლატფორმებზე გამოსვლის", - აღნიშნა ნიკა ფარულავამ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის" დღეს დაფუძნდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა