თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ისტერიული შეტევა მიდის ივანიშვილზე, როგორც ჩანს, კულისებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უფრო მაღალი ფასი და მნიშვნელობა აქვს-დიმიტრი ხუნდაძე

ნახვები: 528 ისტერიული შეტევა მიდის ივანიშვილზე, როგორც ჩანს, კულისებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უფრო მაღალი ფასი და მნიშვნელობა აქვს-დიმიტრი ხუნდაძე

ისტერიული შეტევა მიდის ივანიშვილზე, როგორც ჩანს, კულისებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უფრო მაღალი ფასი და მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საჯარო ინფორმაციებს, – აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კულისებში ახლა ძალიან ბევრი შეხვედრა ტარდება.

„ხელისუფლების შეცვლის ისტერია კვლავ გრძელდება – მთავარი კითხვაა, რისთვის არის ეს საჭირო და რას ემსახურება. ჩვენ მიერ დასმული კითხვებზე, მაგალითად ომის რიტორიკასთან დაკავშირებით უშუალო კონკრეტულ ფაქტებზე, ამერიკის ელჩმა პრაქტიკულად, დუმილი არჩია და ეს დუმილიც გარკვეულწილად, პოზიციის დაფიქსირებად მივიღეთ. შემდეგი იყო ვალდებულებების ექვსთვიანი ვადის შემოღება, რაც თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ ემსახურებოდა სხვა რამეს და არა რეალურად, ამ ვალდებულებების შესრულებას. ეს იყო გათვლილი იმაზე, რომ ემოცია პიკში შესულიყო დეკემბრისთვის და ხელისუფლების შეცვლა მომწიფებულიყო ქუჩაში; მაგრამ, როგორც დაინახეს, რომ ქუჩის მმართველები ამას ვერ გააკეთებდნენ, შემდეგ უკვე გადაიწია ამ ვადამ 2023 წლისთვის. შემდეგი, როგორც აკვირდებოდით, იყო ჩვენ მიერ გამოთქმული ეჭვი, ხომ არ იყო სასამართლო გადაწყვეტილება მიზეზი იმისა, რომ კონკრეტული მოსამართლე დაიბლოკა და ის ვერ წავიდა აშშ-ში ვიზიტით. არ იყო ადრესატის მიმართ დასმულ კითხვაზე მისი მხრიდან გაცემული პასუხი, მაგრამ ამას პასუხი გასცა თვითონ მოსამართლემ. ახლა ისტერიული შეტევა მიდის ბატონ ბიძინა ივანიშვილზე. როგორც ჩანს, ამ ვითარებაში კულისებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უფრო მაღალი ფასი და მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ, კულისებში ძალიან ბევრი შეხვედრა ტარდება და მე მაქვს ახლა კითხვა, როგორც კელი დეგნანთან, ასევე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან – ხომ არ იყო 24 თებერვლის შემდეგ ასეთი ტიპის შეხვედრა და ხომ არ შეიძლება, რომ კითხვები სწორედ იქ იყო პასუხგაცემული; ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ და უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რამეთუ კითხვები, რომელიც არის აქამდე დასმული და არის აქამდე პასუხგაუცემელი, შეიცავს რისკებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა