Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ფინანსთა მინისტრი - ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მზადაა ტურისტებისა და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად

ნახვები: 1355 ფინანსთა მინისტრი - ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მზადაა ტურისტებისა და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად

სახმელეთო საზღვრის გახსნის შედეგ, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მზადაა ტურისტებისა და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა.

ხუციშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მალე იწყება ტურისტული სეზონი და ეს შესაძლებლობა ქვეყნას ტურიზმის სექტორის აღდგენაში დაეხმარება.

„გუშინ გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აპრილის თვის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 44,8%, 4 თვის საშუალო მონაცემი არის 8,1% და ეს არის ეკონომიკის გახსნის მნიშვნელოვანი დასაწყისი. პრაქტიკულად, ყველა სექტორში ძალიან სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ტურიზმის აღდგენაც რომელსაც დამატებით ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა, იქნება ის ერთ-ერთი სექტორი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა